მთავარი პროკურორი და სასჯელაღსრულების მინისტრი, იურისტებთან და სხვა სპეციალისტებთან ერთად განიხილავენ ცვლილებებს, რომელიც ამ მიმართულებით შესაძლოა კოდექსში შევიდეს.
ე.წ თეთრი საყელოს დანაშაულებებზე, რომელიც იქნება ნაკლებ მძიმე კატეგორიის, ყველა პირი არ იქნება დაკავებული. მათზე დაკვირვებას სასჯელაღსრულების სამინისტრო დაიწყებს, შეიქმნება თითოეულის ფსიქოლოგიური პორტრეტი და იქნება განსაზღვრული, კონკრეტულ პირთან მიმართებში, რა სახის სასჯელი შეიძლება ჩაენაცვლოს პატიმრობას.
აღმკვეთ ღონისძიებად შეიძლება იყოს გამოყენებული ელექტრონული სამაჯური, ზარით დაფიქსირება, რომ ის კონკრეტულ ადგილზე იმყოფება ან სხვა დასავლეთში აპრობირებული მეთოდი.
"თანამდებობრივი დანაშაულების ჩადენა როდესაც ხდება და პირს ბრალდებულის სახით ვაძლევთ პატიმრობას, შეიძლება ყველა შემთხვევაში არ იქნეს გამოყენებული პატიმრობა. საკანონმდებლო ცვლილების ტექნიკურ უზრუნველყოფაზე იმუშავებს ჯგუფი. იქნება ჩართული სასჯელაღსრულების სამინისტროც,“- განაცხადა არილ კბილაშვილმა.
ცვლილებებზე, სავარაუდოდ, ათ კაციანი ჯგუფი იმუშავებს.
მასალის გამოყენების პირობები






