ბურჯანაძის ბანერის დაზიანებისთვის პასუხისგებაში 6 ბავშვი მისცეს
სამართალი - 12:29, 23 Oct, 2013     1401

წყაროს ინფორმაციით, 6 არასრულწლოვანს თელავის რაიონულმა პროკურატურამ ბრალი წაუყენა თელავში, ჭავჭავაძის ქუჩაზე პრეზიდენტობის კანდიდატის ნინო ბურჯანაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების გამო. სასამართლომ ბრალდებულ ბავშვებს აღკვეთის ღონისძიების სახით, მშობლების მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნა შეუფარდა.

როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ქეთევან ვაშაკიძემ განუცხადა, არასრულწლოვნების ვინაობის დადგენა „თიბისი ბანკის“ სათვალთვალო კამერების მეშვეობით მოხდა.

„თელავის სასამართლოში გაიმართულ წინასასამართლო სხდომაზე, ნინო ბურჯანაძის ბანერის დაზიანებაში ბრალდებულ 6 არასრულწლოვანს, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით მშობლების მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნა შეუფარდა. აღნიშნული დანაშაულის კატეგორია ნაკლებად მძიმეა და არასრულწლოვანთა მიმალვის საშიშროებაც თითქმის არ არსებობს. თუმცა, გამოძიება კვლავ მიმდინარეობს“,– აღნიშნა პროკურორმა.

თელავში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ნინო ბურჯანაძის საარჩევნო ბანერი 4 ოქტომბერს, ბასრი საგნით დააზიანეს. მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 187–ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა, რაც ნივთის განზრახ დაზიანება – განადგურებას გულისხმობს. დანაშაული სასჯელის სახით 1–დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ჯარიმას ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ითვალისწინებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42