სათემო ინტერნეტის ქსელების ევროპული სამიტზე საქართველოს გამოცდილება წარმატებულად შეფასდა
ბიზნესი & ეკონომიკა - 17:45, 15 Nov, 2019     1842

14 – 15 ნოემბერს თბილისში სათემო ინტერნეტის ქსელების ევროპული სამიტი გაიმართა. საქართველოში მისი ჩატარება სათემო ინტერნეტიზაციის წარმატებულმა პროექტებმა განაპირობა, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში განხორციელდა. საქართველოში სათემო ქსელების განვითარების პოლიტიკას სამიტის ფარგლებში სპეციალური პანელი დაეთმო და ქვეყნის გამოცდილება წარმატებულად შეფასდა.

სამიტი გლობალური არაკომერციული ორგანიზაცია ინტერნეტ საზოგადოების (ISOC) ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიების მხარდამჭერი და თანაორგანიზატორი იყვნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაცია (TOA).

შეხვედრაზე მოხსენები გააკეთეს ევროპის პარლამენტის წევრმა ცვეტელინა პენკოვამ, ინტერნეტ საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორის მთავარმა მრჩეველმა ჯეინ კოფინმა, სომხეთის მაღალი ტექნოლოგიების ინდუსტრიის მინისტრის მოადგილემ არმენ აბროიანმა.

სამიტის გახსნაზე მონაწილეებს მიესალმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ალავიძემ. მისი თქმით, ქვეყნის მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტს და გამოწვევას საინფორმაციო და საკომუნიკაციო სფეროს, მათ შორის, ფართოზოლოვანი ინტერნეტ ინფრასტრუქტურის განვითარება წარმოადგენს. მინისტრის მოადგილის განცხადებით, აღნიშნულ პროცესებში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სათემო ინტერნეტ ქსელების განვითარებას, განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებში.

ნიკოლოზ ალავიძემ თავის გამოსვლაში საქართველოში სათემო ინტერნეტიზაციის წარმატებულ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ დღეს ინტერნეტი ხელმისაწვდომია თუშეთის 24 სოფელსა და 4 ხეობაში, ასევე ინტერნეტ ქსელი სატესტო რეჟიმში ფუნქციონირებს ფშავ - ხევსურეთსა და გუდამაყრის ხეობაში. მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა პროექტის განხორციელებაში ჩართულ ყველა მხარეს, დონორებსა და მონაწილეებს და აღნიშნა, რომ აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ხეობებში მცხოვრებთა სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაში.

მინისტრის მოადგილემ ასევე გაამახვილა ყურადღება სოფელ შატილთან 200 კვტ სიმძლავრის მშენებარე ჰესზე, რომელიც ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ მნიშვნელოვან როლს შეიტანს როგორც რეგიონის განვითარებაში და ადგილობრივ მოსახლეობის ელექტროენერგიით მიწოდებას გააუმჯობესებს. ამავე დროს, ნიკოლოზ ალავიძის განცხადებით, აღნიშნული ჰიდროსადგური ხელს შეუწყობს რეგიონში სათემო ინტერნეტ ქსელის მდგრადობას და მისი მეშვეობით ინტერნეტ სერვისების მოსახლეობისთვის უწყვეტად მიწოდებას.

მსოფლიოში სათემო ინტერნეტ ქსელები ბოლო რამდენიმე წელია რაც შეიქმნა, როგორც რთულ მაღალმთიან გეოგრაფიულ და კლიმატურ პირობებში მდებარე დასახლებული პუნქტების ინტერნეტით უზრუნველყოფის იაფი, სათემო საზოგადოებაზე ორიენტირებული გზა. სათემო ინტერნეტიზაცია გულისხმობს ადგილობრივი თემის მიერ შექმნილ ინტერნეტ ქსელს, რომლის მთავარი პრინციპია, რომ თავად თემი განკარგავდეს შექმნილ ინტერნეტ ქსელს და წარმოადგენდეს მის საკუთრებას. აღნიშნულ მოდელში სახელმწიფოს, მისი უფლებამოსილებისა და შესაძლებლობის ფარგლებში, მსგავსი პროექტის ხელშეწყობისა და მხარდაჭერის როლი ეკისრება. მათ შორის, ფინანსური კონტრიბუციით, კონსულტაციებით, დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით და ა.შ. საქართველოს მთავრობამ სათემო ინტერნეტ ქსელების განვითარებას აღნიშნული პრინციპების დაცვით მხარი დაუჭირა.

„ჩვენ ვხედავთ, როგორ ეხმარება ამ ტიპის ქსელები ტურიზმის პოპულარიზაციასა და მხარდაჭერას, ეხმარება ხალხს გაიგონ ევროპის ულამაზესი ადგილების შესახებ. დარწმუნებული ვარ, ეს კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ტურიზმისა და მცირე და საშუალო საწარმოების განვითარებას საქართველოში," - განაცხადა ევროპის პარლამენტის წევრმა ცვეტელინა პენკოვამ.

სამიტის ფარგლებში საერთაშორისო და ადგილობრივმა მონაწილეებმა განიხილეს სათემო ინტერნეტ ქსელების განვითარებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის ტექნოლოგიები, საუკეთესო პრაქტიკები, სოციალურ-ეკონომიკური ასპექტები, ინფრასტრუქტურის გაზიარება, რადიოსიხშირული სპექტრი და სხვა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42