ღარიბაშვილი "ლაფანყურის საქმის" შემსწავლელი კომისიის ეფექტურობას ეჭვქვეშ აყენებს
სამართალი - 10:24, 23 Oct, 2013     990

მისი განცხადებით, სამინისტროში გამოძიება ეფექტურად მიმდინარეობს, უახლოეს მომავალში საზგადოებისთვის ცნობილი გახდება გამოძიების დეტალები და ყველა კითხვას პასუხი გაეცემა: „მათ ჰქონდათ უფლება, რომ შეექმნათ ეს კომისია, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს კომისია არ იქნება ეფექტური, ვინაიდან გამოძიება ძალიან ეფექტურად მიმდინარეობს. გამოძიება ძალიან მალე დასრულდება და ჩვენ ყველა კითხვას პასუხს გავცემთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

სასჯელაღსრულების მინისტრის თქმით, მისთვის უცნობია, თუ რა ფუნქცია უნდა ჰქონდეს კომისიას მაშინ, როცა სამართლებრივი ბერკეტები არ გააჩნია: „გამოძიება მიმდინარეობს სრული ტემპით, პრაქტიკულად უამრავი მტკიცებულება არსებობს და კომისია რას იზამს, ეს უკვე მისი საქმეა. მე არც მანდატის შესახებ და არც მათი მუშაობის შესახებ არაფერი არ ვიცი“, - აღნიშნა სუბარმა.

ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, გამოძიება პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეროგატივაა და ეს საქმე მათ უნდა გამოიძიონ: „მე დარწმუნებული ვარ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო და პროკურატურა ყველა ძალიან მნიშვნელოვან საკითხს, როგორ და რატომ ჩატარდა ეს სპეცოპერაცია და რატომ იყო ამხელა მსხვერპლი, ამ კითხვებს პასუხი გაეცემა, რაც შეეხება საზოგადოებრივ კომისიას, ბუნებრივია, მათ ამის უფლება აქვთ და ძალიან კარგია, თუ დამატებით ინფორმაციასა და ფაქტებს მოიპოვებენ და მიაწვდიან გამოძიებას“, - განაცხადა ეკა ბესელიამ. პარლამენტის დადგენილებით შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია, გამოძიების შედეგები საპარლამენტო კომისიას გადაუგზავნოს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42