12 კაციან შემადგენლობაში სახალხო დამცველის მიერ წარდგენილი ექსპერტები და პანკისის ხეობის უხუცესებიც არიან.
დღეს კომისიის პირველივე სხდომაზე უნდა გაირკვეს იმ პირთა სია, რომლებსაც ისინი ამ საქმესთან დაკავშირებით გამოკითხავენ. საბოლოო დასკვნას კი პროკურატურას მიაწვდიან. სხდომას კომისიის წევრი, პანკისის ხეობის უხუცესებიც დაესწრებიან. მათ აინტერესებთ, ხომ არ გადაამეტეს თანამდებობის პირებმა მოვალეობებს და იყო თუ არა ამ სპეცოპერაციის ჩატარების აუცილებლოდა.
"ჩვენ საგამოძიებო ორგანოების პარალელურ როლს ვერ შევასრულებთ, მაგრამ საჭიროა, საზოგადოება ინფორმირებული იყოს იმის თაობაზე, თუ რა ხდება ამ საქმის გამოძიების მსვლელობისას. საზოგადოებამ ეს დაიმსახურა. განსაკუთრებით იმ ადამიანებმა, ვინც ახლობლები დაკარგეს ამ ავანტურის შედეგად“, - განაცხადა ექსპერტმა მამუკა არეშიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






