უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის სამმართველოს ყოფილ უფროსსა და სამეგრელოს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილ თანამშრომელს ბრალი დღეს უნდა წაუყენონ, გამოძიება ორივეს, 2008 წლის 21 მაისს, საპარლამენტო არჩევნების დღეს მომხდარი ტერაქტის ორგანიზებას და განხორციელებას ედავება.
მაშინ არჩევნებში მონაწილეობისათვის, გალის რაიონის სოფელ ნაბაკევიდან სოფელ ხურჩაში მიმავალ მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნეს. მათი ტრანსპორტირებისათვის გამოყოფილი ავტობუსები კი დაწვეს. დღემდე ცნობილი იყო, რომ თავდასხმა მშვიდობიან მოსახლეობაზე სეპარატისტებმა მოაწყვეს. ახალი ხელისუფლების მიერ საქმის თავიდან შესწავლის შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარის განსხვავებული ვერსია დადო და ამ ტერაქტის ორგანიზებისათვის მურღულია და შამათავა დააკავა.
დანაშაული თავისუფლების 15 წლით აღკვეთას, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები






