ღარიბაშვილის თქმით, სპეცოპერაციის მიზანი საზოგადოებაში პანიკის გამოწვევა და ხალხის დაშინება იყო. მინისტრის განცხადებით, გამოძიების პროცესშივე გამოიკვეთა, რომ ეს ყოფილი მთავრობის მიერ იყო შეკვეთილი.
"საზოგადოებამ ალბათ ნახა, თუ როგორი მეთოდებით ებრძოდა საკუთარ ხალხს წინა ხელისუფლება, გამოძიების პირობებში გამოიკვეთა სერიოზული ნიშნები, რომ ეს იყო შეკვეთილი ტერორისტული აქტი, განხორციელებული საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, იმისათვის, რომ მომხდარიყო ხალხის დაშინება, დაეთესათ პანიკა, ეს სპექტაკლები დასრულდა და არასდროს აღარ განმეორდება. საზოგადოებისთვისაც მარტივი შესაფასებელია, მათ უნდა აირჩიონ ან მშვიდობა, განვითარება, სტაბილურობა, ან ისევ მსგავსი დადგმული ტერაქტების ეპოქა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერსიას სოზარ სუბარიც ეთანხმება. სასჯელაღსრულების მინისტრის შეფასებით გამოძიება სწორი მიმართულებით წარმიმართა: „მაშინ საქართველოში იყვნენ დამკვირვებლები ნორვეგიიდან, მე მაშინ სახალხო დამცველი ვიყავი და ჩემთან თანამშრომლობდნენ, ისინი ამ ამბის მომსწრენი იყვნენ და პირდაპირ თქვეს, რომ ეს იყო გათამაშებული ფარსი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ არა მხოლოდ დადო სრული ვერსია, არამედ რეალურად დაასახელა და დააკავა ადამიანები, რომლებმაც ეს ტერაქტი ჩაიდინეს“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
მასალის გამოყენების პირობები






