"პოლიციას მე ჩავაბარე, არაფერი ახსოვს, მხოლოდ იცინის, ტაბლეტებს მოიხმარდა"- კვიციანი ძმიშვილის დაკავების დეტალებზე საუბრობს
სამართალი - 10:47, 14 Nov, 2019     4196

"პატრიოტთა ალიანსის" დეპუტატი ემზარ კვიციანი ირწმუნება, რომ 36 წლის ნოდარ ცხადაძის მკვლელობისთვის დაკავებული ბექა კვიციანი პოლიციას თავად ჩაბარდა. 26 წლის წარსულში ნასამართლევი ახალგაზრდა, პარლამენტის წევრის ძმისშვილია.

ემზარ კვიციანი აღნიშნავს, რომ ბექა კვიციანი ნარკოტიკულ ნივთიერებებს მოიხმარს.

"ჩაბარდა ჩემი ძმისშვილი. მე მივეხმარე ჩაბარებაში. აზრზე არ არის რა მოხდა, ქუჩაში ვიპოვე. ქალაქში დავდიოდი და ვიპოვე. ბოლო დროს არაადეკვატური იყო. სააკაძის ძეგლთან ვიპოვე. არაფერს ჰყვება, იცინის. ისიც არ იცის ვინ არის გარდაცვლილი. არ ახსოვს არაფერი. პირველ რიგში, ვფიქრობ, რომ მაგას ჩასვამენ და უმკურნალებენ. ახალგაზრდები ამ ბოლო დროს ხომ მწყობრიდან არიან გამოსულები. ეს უბედურება, რომელიც ჩემს ოჯახს ეწვია, ყველა ოჯახს ეწვევა, თუ ერთად არ დავდექით და თუ არ შევაწყვეტინეთ ამ წამლის გაყიდვა ქვეყანაში. როგორც ასეთი ნარკოდამოკიდებული არ არის, ნემსებს არ იკეთებს, მაგრამ ტაბლეტებს რომ სვამენ, იმას მოიხმარს. პრაქტიკულად მაღალჩინოსანს ჩავაბარე. ეს უბედურება რაც აგვეკიდა ოჯახს, მივხედავთ, აბა რას ვიზამთ. ცხოვრებაში ერთმანეთზე მაღალი ხმა არ აქვთ ამოღებული, ბავშვებიდან ერთად იყვნენ. გაოგნებულია მთელი ოჯახი, უბანი, თვითონ დაზარალებულის ოჯახიც, საცოდავები, ამისთანა კაი ბიჭი დაკარგეს, სამი შვილის მამა, ისეთი კარგი პიროვნება", - განაცხადა ემზარ კვიციანმა "ფორმულასთან".

ცხადაძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ემზარ კვიციანის ძმისშვილი, ბექა კვიციანი გუშინ დააკავეს.

"ნიუპოსტის" ინფორმაციით, სწორედ კვიციანმა მიაკითხა ნოდარ ცხადაძეს ისანში, სადაც გარდაცვლილს ავტონაწილების მაღაზია გქონდა და ის მანქანაში ჩაისვა.

ჩვენი ინფორმაციით, ბექა კვიციანი მეგობარს ე.წ ქურდულ ობშიაკსა და ბიზნესში წილს სთხოვდა.

ცნობისთვის, ბექა კვიციანი მოკლული მამაკაცის შვილის ნათლიაა.

36 წლის ნოდარ ცხადაძის ცხედარი თბილისის ზღვაზე 4 დღის წინ იპოვეს. შსს საქმეს ორი მუხლით იძიებს, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42