რას ამბობს ჰოროსკოპი თქვენს სექსუალურ ცხოვრებაზე და ვინ არის თქვენი საუკეთესო პარტნიორი?
ეს საინტერესოა - 17:16, 13 Nov, 2019     8527

ვერძი (20 მარტი - 19 აპრილი)

ვერძები თავგადასავლების მოყვარული და იმპულსური ადამიანები არიან. მათ ურჩევნიათ, რომ იყვნენ მონადირეები, ვიდრე მსხვერპლი. არ უყვართ ემოციური თამაშები და დრამები, არამედ ურჩევნიათ სექსუალური სიამოვნების მოულოდნელად მიღება. სექსის დროს ისინი ენერგიულები და მგრძნობიარეები არიან.

საუკეთესო სექსუალური პარტნიორები: ვერძი, ლომი, მშვილდოსანი, ტყუპები, სასწორი, მერწყული

კურო (20 აპრილი - 20 მაისი)

კურო ყველაზე მგრძნობიარე ზოდიაქოს ნიშანია. სექსი მათთვის სასიამოვნოა, როდესაც მათი გრძნობები სტიმულირებულია. გრძნობების სტიმულაცია კი მრავალი გზით შეიძლება, მაგალითად ბევრი ფულის დახარჯვით. ისინი პრაქტიკულები არიან და თავს ყოველთვის იცავენ.

საუკეთესო სექსუალური პარტნიორები: კურო, ქალწული, თხის რქა, კირჩხიბი, მორიელი, თევზები

ტყუპები (21 მაისი - 21 ივნისი)

ტყუპები მარტივები, ენერგიულები და მხიარულები. უყვართ ფლირტი და სექსუალური ცხოვრების განვითარება. აქვთ წარმოსახვის საოცარი უნარი და სექსს უცნაურ ადგილებში არ ერიდებიან. ბინძური ლაპარაკის არ სცხვენიათ.

საუკეთესო სექსუალური პარტნიორები: ტყუპები, სასწორი, მერწყული, ლომი, მშვილდოსანი

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

მას შემდეგ, რაც კირჩხიბის მართვა მთვარემ დაიწყო, მასში ვნებებმა გაიღვიძა. ისინი საკმაოდ ინტუიციურები არიან და ხვდებიან თუ როგორ ასიამოვნონ პარტნიორი. თუ კირჩხიბს შეუყვარდა, მათი სექსი უფრო მეტად კრეატიული და სენსიტიური ხდება.

საუკეთესო სექსუალური პარტნიორები: კირჩხიბი, მორიელი, თევზები, კურო, ქალწული, თხის რქა

ლომი (23 ივლისი - 22 აგვისტო)

ლომებს ვნებები იზიდავთ. ისინი ქარიზმატული სიყვარულით არიან გამორჩეულები. თუ გრძნობენ, რომ რომანტიული ქიმია არსებობს მასსა და პარტნიორს შორის, მზად არიან ძლიერი სექსი შემოგთავაზონ. ისინი მხიარულები, კრეატიულები და სულგძელები არიან ლოგინში, თუმცა ელოდეთ ლომებისგან დრამებს, თუ ყურადღების ცენტრს მოშორდებიან.

საუკეთესო სექსუალური პარტნიორები: ვერძი, ლომი, მშილდოსანი, ტყუპები, სასწორი, მერწყული

ქალწული (23 აგვისტო - 22 სექტემბერი)

ქალწულები ტკბილები და პატიოსნები არიან. პირველი სექსის დროს ისინი მორიდებულები არიან. თუმცა ამან არ შეგაცდინოთ, ისინი საკმაოდ სექსუალურები და მგრძნობიარეები არიან. განსაკუთრებით კი მაშინ, როცა თავს დაცულად გრძნობენ. და ერთი საიდუმლო: სანამ სექსით დაკავდებით ქალწულთან, შეეცადეთ მის დამშვიდებას და რელაქსაციას.

საუკეთესო სექსუალური პარტნიორები: კურო, ქალწული, თხის რქა, კირჩხიბი, მორიელი, თევზები

სასწორი (23 სექტემბერი - 22 ოქტომბერი)

სასწორები ყველაზე ესთეტიურები არიან. ისინი აფასებენ სილამაზეს და დელიკატურობას. სასწორები კომუნიკაბელურები და სოციალურები არიან და მათი აღგრძნება მენტალური სტიმულაციითაა შესაძლებელი.

საუკეთესო სექსუალური პარტნიორები: ტყუპები, სასწორი, მერწყული, ვერძი, ლომი, მშვილდოსანი

მორიელი (23 ოქტომბერი - 21 ნოემბერი)

მორიელებს დამსახურებულად უწოდებენ მომაჯადოვებელს. ზოდიაქოს ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულები ყველაზე ვნებიანები, აღვირახსნილები, სექსუალურები და მგრძნობიარეები არიან, როდესაც მისი პარტნიორი არის ის ვინც უყვართ. მორიელისთვის არ არსებობს საზღვრები, მისთვის მთავარია დაუვიწყარი სექსი. ჩათვალეთ, რომ მათთან სექსი არამარტო თქვენს სხეულს, არამედ თქვენს სულსაც აქვს.

საუკეთესო სექსუალური პარტნიორები: მერწყული, კირჩხიბი, მორიელი, თევზები, კურო, ქალწული, თხის რქა

მშვილდოსანი (22 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები მომხიბვლელები, მოარშიყეები, ალერსიანები და ინტელექტუალურები არიან. სექსი მათთვის დროის კარგად გატარების იდეაა. მათ სიახლეების არ ეშინიათ. უყვართ ცვლილებები და სპონტანურობა.

საუკეთესო სექსუალური პარტნიორები: ვერძი, ლომი, მშვილდოსანი, ტყუპები, სასწორი, მერწყული

თხის რქა (22 დეკემბერი - 19 იანვარი)

მიუხედავად მისი კონსერვატორული ბუნებისა, თხის რქა საკმაოდ სექსუალურია. მიზანდასახულმა თხის რქამ, შესაძლოა თქვენი გულის და სხეულის მოგება სცადოს. ისინი მომთმენები და ძლიერები არიან, რომლებსაც კარგი სექსუალური ამტანობა აქვთ.

საუკეთესო სექსუალური პარტნიორები: კურო, ქალწული, თხის რქა, კირჩხიბი, მორიელი, თევზები

მერწყული (20 იანვარი - 18 თებერვალი)

მერწყულები არასტანდარტულები არიან. ისინი ერთგულები არიან, თუმცა ავტონომიურობა მათი მთავარი მოთხოვნაა. ისინი ორიგინალურები და ნოვატორები არიან. თუ თქვენ გეშინიათ სიახლეების, მაშინ მერწყულთან საქმეს ნუ დაიჭერთ. მიუხედავად იმისა, რომ ისინი დიდად ემოციურები არ არიან, საკმაოდ დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ფიზიკურ სიახლოვეს.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

სენსიტიური და მომხბივლელი ბუნების პატრონებს უყვართ რომანტიულობა. ისინი პარტნიორში სექსზე მეტად პატივისცემას აფასებენ. მათი გული საკმაოდ მსხვრევადია, ასე რომ მოერიდეთ უხეში გადაწყვეტილებების მიღეაბს.

საუკეთესო სექსუალური პარტნიორები: კირჩხიბი, მორიელი, თევზები, კურო, ქალწული, თხის რქა





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42