"გადაწყვეტილების მიღება გამიჭირდა და ოჯახთან შეთანხმებით დავთანხმდი როლს" - ლევან გელბახიანი "და ჩვენ ვიცეკვეთ"-ზე
კულტურა - 16:36, 13 Nov, 2019     6779

2019 წლის კანის კინოფესტივალი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი იყო − ფრანგულ რივიერაზე სექციაში „რეჟისორული ხედვა“ შვედეთში მცხოვრები ქართველი რეჟისორის, ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა შედგა. ფილმი ახალგაზრდა მოცეკვავის „სექსუალურ გამოღვიძებაზე“ გვიამბობს. ფილმის მთავარი გმირი − მერაბი, კონსერვატიულ სოციუმში ცხოვრობს, ქართული ცეკვის ანსამბლში ცეკვავს, მისი ცხოვრება კი მაშინ იცვლება, როცა ანსამბლში ახალი წევრი, სიმპათიური და ქარიზმატული ირაკლი ჩნდება. ლევან აკინის ფილმი პერსონალური, პოლიტიკური და რომანტიკული კინომანიფესტია, რომელსაც კრიტიკოსების მხრიდან დადებითი შეფასებები მოჰყვა. ქართულ ფილმზე წერდნენ ისეთი გამოცემები, როგორებიცაა: VARIETY, HOLLYWOOD REPORTER, SCREEN DAILY...

ფილმის შემოქმედებითმა ჯგუფმა იცის, რომ LGBTQI+ თემას საქართველოში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვება, მაგრამ ქართული აუდიტორიის შეფასების მოსასმენად მზად არიან.
სურათში მთავარ როლს ლევან გელბახიანი ასრულებს. ახალბედა მსახიობის კინოდებიუტს კანის კინოფესტივალზე მომუშავე ჟურნალისტებს შორის განსაკუთრებული ინტერესი მოჰყვა. პრესაში ლევანზე, როგორც მომავალ კინოვარსკვლავზე, წერდნენ. ახალბედა ქართველი მსახიობის ფოტო ჟურნალ Screen-ის გარეკანზეც მოხვდა.

ლევან გელბახიანთან ინტერვიუს ჟურნალი OK! გთავაზობთ.

როგორც ვიცი, ბავშვობაში სპექტაკლებში თამაშობდით. გაიხსენეთ პირველი შეხება მსახიობობასთან.

ბავშვობაში დავდიოდი თეატრალურ სტუდიებში, ხოლო შემდეგ მარჯანიშვილისა და სოხუმის თეატრების სპექტაკლებში ვმონაწილეობდი. მოგვიანებით გამოცდები ჩავაბარე ვახტანგ ჭაბუკიანის საბალეტო სკოლაში, სადაც თეატრალურ ფაკულტეტზე ვსწავლობდი.

რას საქმიანობდით მსახიობობის გარდა?

მსახიობობის გარდა, ვარ მოცეკვავე, ფიზიკური თეატრისა და თანამედროვე ქორეოგრაფიის განხრით.

როგორ მიიღეთ როლზე შეთავაზება? რამ მოგხიბლათ პერსონაჟში, სცენარში?.. რამ განაპირობა როლზე დათანხმება?

ლევან აკინმა ნახა ჩემი ინსტაგრამ-გვერდი და ამის შემდეგ დამიკავშირდა ქასთინგ-მენეჯერი. თუმცა თემის სენსიტიურობიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების მიღება გამიჭირდა, რადგან დამოუკიდებლად ასეთი გადაწყვეტილების მიღება საკმაოდ რთულია. შესაბამისად, ოჯახთან შეთანხმების შედეგად დავთანხმდი როლს. სცენარი თავისთავად მომეწონა, სრულად მივენდე ლევანს და მის ხედვას, რის შედეგადაც, მიმაჩნია, რომ შთამბეჭდავი პროდუქტი შევქმენით. დასაწყისში ქასთინგ-მენეჯერს რამდენჯერმე უარი ვუთხარი, თუმცა რეჟისორთან შეხვედრის შემდეგ გავიაზრე, რომ ეს იქნებოდა ფილმი, რომლის საშუალებითაც ჩემს სათქმელს აუცილებლად მივიტანდი ქართულ საზოგადოებამდე.

შეგიძლიათ გაიხსენოთ რეჟისორთან პირველი შეხვედრა და სცენარის განხილვის პროცესი? როგორ იქმნებოდნენ ეს პერსონაჟები?
ფილმზე ვმუშაობდით წელიწად-ნახევრის განმავლობაში და ყოველდღე პერსონაჟებს ახალი სახასიათო ელემენტით ვამდიდრებდით. უშუალოდ ეს პროცესი ძალიან საინტერესო იყო და ბევრი რამ ვისწავლე. ეს ჩემთვის პირველი ფილმი გახლდათ და ლევან აკინის მიდგომა საკმაოდ შთამაგონებელი გახდა.

კანის კინოფესტივალზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა თქვენს პერფორმანსს. ჟურნალ „სქრინის“ გარეკანზეც დაიბეჭდეთ და ბევრმა პრესტიჟულმა გამოცემამ თქვენზე, როგორც დიდი პოტენციალის მქონე მსახიობზე, დაწერა. როგორც ფიქრობთ, რა კარი გაიხსნა თქვენთვის მსოფლიო კინოში ამ როლით?

ამ თემაზე სრული კომენტარის გაკეთება ჯერ არ შემიძლია, თუმცა აუცილებლად გაიგებთ კარის გაღების ხმას, როგორც კი მექნება ამისი საშუალება.

მოსალოდნელია, რომ ფილმი ქართული საზოგადოებისთვის საკმაოდ კონტრვერსიული იქნება. როგორ ფიქრობთ, რას შეცვლის ჩვენს სოციუმში ამ ფილმის დიდ ეკრანზე გამოსვლა?

ალბათ რაღაცას შეცვლის. თუნდაც ერთი ადამიანის მსოფლმხედველობა რომ შეიცვალოს LGBTQI+ თემასთან დაკავშირებით, ეს იმის ნიშანია, რომ რაღაც სწორად გავაკეთეთ და გარკვეული ცვლილება გამოვიწვიეთ ინდივიდებში.

როგორ დაახასიათებთ საკუთარ პერსონაჟს? რა სახის ტრანსფორმაციას განიცდის იგი ფილმის დასაწყისიდან დასასრულამდე?

ჩემი პერსონაჟი ახალგაზრდა ბიჭია, რომელსაც მიზანი აქვს, გახდეს კარგი მოცეკვავე და გადავიდეს მთავარ ანსამბლში. ეს არის მერაბის გზა თავისუფლებისკენ და მისი ბრძოლა სიყვარულისთვის, მკაცრ კონსერვატიულ საზოგადოებაში თვითდამკვიდრებისთვის. მერაბი საკმაოდ რთულ გზას გადის, სანამ ფილმის ფინალამდე მივა მაყურებელი.

მზად ხართ ქართული აუდიტორიისგან წამოსული შეფასებებისთვის?

როგორც კი როლზე დავთანხმდი, ვიცოდი, რომ არაერთგვაროვანი გამოხმაურება ექნებოდა ფილმს. ასე რომ, მე მგონი მზად ვართ. იმედი მაქვს, მაყურებელი სათანადოდ შეაფასებს ჩვენს ნამუშევარს.

სცენა, რომლის გადაღების პროცესი ყველაზე რთულად გეჩვენათ და დაგამახსოვრდათ?

ჩემთვის ყველაზე რთული იყო ფილმის ფინალური სცენის გადაღება. მხოლოდ ჩემი სცენები იყო გადასაღები და მომიწია 24 დუბლამდე უწყვეტი ცეკვის გადაღება, რაც ძალიან დამღლელია ემოციურად და ფიზიკურად. წინა დღეს, გადაღების მერე მქონდა ფინალური ცეკვის რეპეტიცია, რომლის შემდეგ რამდენიმე საათში ახალი გადასაღები დღე იყო, სადაც 12 საათი ვიმუშავეთ. ასე რომ, ერთ-ერთი დასამახსოვრებელი და რთული დღე გამოდგა.

ლევან აკინთან მუშაობის პროცესში გეძლეოდათ იმპროვიზაციის საშუალება?

ჩემი აზრით, იმპროვიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია. გმირის ერთგვარი ძიების პროცესია. დიახ, ლევანი მაძლევდა საშუალებას მაქსიმალურად გამეშალა და მეპოვა ჩემი გმირი.

ფილმის ერთ-ერთი პერსონაჟი ამბობს: „ქართულ ცეკვაში სექსუალობა არაა“. ეთანხმებით მას?

არ ვიცი, რთული კითხვაა. ვფიქრობ, რომ ყველა ცეკვა ატარებს სექსუალობას, მათ შორის ქართული ცეკვაც.

რამდენად რთული იყო თქვენს პერსონაჟსა და მეორე მოცეკვავეს შორის არსებული „ქიმიის“ ეკრანზე გადმოტანა?

ფილმის მოსამზადებელი პერიოდი საკმაოდ დიდი ხანი გრძელდებოდა. ლევან აკინი წელიწად-ნახევარი ატარებდა კვლევას და მის დასაწყისშივე გაკეთდა ჩვენი ქასთინგი. მე და ბაჩი დავმეგობრდით, რამაც ხელი შეგვიწყო ეკრანული „ქიმიის“ შესაქმნელად.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42