„მირიანის შემოყვანით არაბუნებრივი და პლასტმასის, ხელოვნური ადამიანები გავაშარჟეთ“
ეს საინტერესოა - 20:52, 22 Oct, 2013     12769

ქართულ სერიალში ,,ჩემი ცოლის დაქალები“ ახალი, მდიდარი და უცნაური პრინციპების მქონე პერსონაჟის შეყვანისთანავე ის მაყურებელმა, ქართულ პოლიტიკაში სხვადასხვა დროს გამოჩენილ მდიდარ ბიზნესმენთა პროტოტიპად ჩათვალა.

საზოგადოების დიდი ნაწილი ამბობს, რომ სერიალის ახალი გმირი ბიზნესმენ ლევან ვასაძის შარჟია. თავად სერიალის პროდუსერი ირაკლი საღინაძე ამბობს, რომ ეს პერსონაჟი, მირიანი ბარათეონი, კრებითი სახეა ტიპაჟისა, რომელიც საქართველოში თავისი ცხოვრების წესით, საკუთარი ცხოვრების გზით გამოირჩევიან. მასთან ინტერვიუს „ამბები.ჯი“ აქვეყნებს:

„მირიანს ლევან ვასაძეს ამსგავსებენ და ლევან ვასაძეც არის ასეთი პათეტიკური არსება. ამბობს ლექსებს, ტელევიზორიდან სერიოზული სახით გველაპარაკება, მის სახეზე ღიმილს ვერ დაინახავ და ერთ-ერთი პატარა შემადგენელი ნაწილი იმ პიროვნების შექმნისას, ლევან ვასაძეც იყო.

ჩვენმა რეალობამ გვიკარნახა, რადგანაც ბევრი გროტესკული და, ჩვენი აზრით, ძალიან სასაცილო ადამიანი არსებობს ქართულ საზოგადოებაში, რომელთაც საშუალება აქვთ, საკუთარი აზრი ტელევიზიით დააფრქვიონ, ჰქონდეთ საზოგადო აქტივობა, იყვნენ სამარცხვინოდ სასაცილოები ისე, რომ მოახერხონ და კინოს პერსონაჟებიც აღმოჩდნენ.

მოკლედ, ამის საშუალება ქართულმა საზოგადოებამ და მისმა ზოგიერთმა წარმომადგენელმა მოგვცა. ვერ ვიტყვი, რომ ეს ვინმეს პაროდიაა, მაგრამ გეტყვით, რომ მირიანი არის კრებითი სახე იმ პათეტიკური, ქართული ნაციონალიზმითა და რელიგიური ფარისევლობით გაჯერებული ადამიანების, რომლებიც მთელი ცხოვრება სადღეგრძელოს ფორმატში უფრო ლაპარაკობენ, ვიდრე რეალური ადამიანები...

ირგვლივ მსგავს ადამიანებს საკმაოდ ვხედავთ“ - ამბობს საღინაძე. სერიალის პროდუსერის თქმით, მათი მიზანი იყო, რომ საზოგადოებისთვის ასეთი პერსონების ნამდვილი სახე დაენახებინათ:

,,მირიანის შემოყვანით კი გვინდოდა, გვეჩვენებინა, რომ მსაგავსი ტიპები არაბუნებრივი და პლასტმასის, ხელოვნური არსებები არიან, რამაც იმუშავა.

იმედი მაქვს, ადამიანები რეალობაშიც რომ დაინახავენ მსგავს გროტესკს, მიხვდებიან, რომ ეს ყველაფერი სასაცილოა და არა სერიოზულად აღსაქმელი,“-ამბობს საღინაძე.

როგორც თავად სერიალის პროდუსერი აღნიშნავს, სახელსა და გვარს რაიმე დატვირთვა არ აქვს, გვარი კი ამერიკული სერიალიდან არის აღებული:

,,არის ასეთი ამერიკული სერიალი, რომელსაც "სამეფო თამაშები" ჰქვია. ის მსოფლიოს ძველი საგვარეულოების მიხედვით არის შექმნილი. ერთ-ერთი ბარათეონების დინასტია გახლავთ და იქიდან ავიღეთ...“

შენიშვნა: მომზადებულია "ამბები.ჯი"-ს სტატიის მიხედვით. ფოტოკოლაჟი "ამბები.ჯი"-ს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42