18 წლის სალომე დუნდუა, რომლის სამტრედიიდან დაკარგვის შესახებ ინფორმაცია დღეს ოჯახმა გაავრცელა, ბათუმში, ბიოლოგიურ დედასთან იმყოფება და ქმრის ოჯახში დაბრუნებას არ აპირებს.
ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სალომე დუნდუა ნაპოვნია, შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანი ადასტურებს. ნინო გიორგობიანი დეტალებზე არ საუბრობს.
ინფორმაცია სალომე დუნდუას ადგილსამყოფელის შესახებ „კვირის პალიტრა“ ექსკლუზიურად ავრცელებს.
„სალომეს ჰყავს მეუღლე და 2 წლის ვაჟი. უშედეგო ძებნის შემდეგ მეუღლემ სალომესგან მესიჯი მიიღო, რომ ის ბათუმში იმყოფება ბიოლოგიურ დედასთან და შვილთან დაბრუნებას არ აპირებს. ნანა გიორგაძე (სალომე დუნდუას დედამთილი): ”ის ნაშვილები ჰყავდათ თავის მშობლებს, დიდი გოგო იყო, როცა გაიგო ამის შესახებ. კომპიუტერით მოძებნა თურმე თავისი ნამდვილი დედა, რომელიც ბათუმში ცხოვრობს, მან გადაიბირა ჩემი რძალი და ამიტომ წავიდა სახლიდან. მოგვწერა მესიჯი თავის ადგილსამყოფელის შესახებ, მე მწერდა: ასე გადავწყვიტე და ვიცი, გიორგის დედასავით მოუვლიო. რატომ გააკეთა ეს არ ვიცი”, - წერს „კვირის პალიტრა“.
მასალის გამოყენების პირობები






