"ანთებული სიგარეტი დედას ხელზე მიადო და დანა დაუსვა" - რას ჰყვება შვილი მამის წინააღმდეგ მიცემულ ჩვენებაში
სამართალი - 20:55, 12 Nov, 2019     2744

„…მამამ დედას გაშლილი ხელი დაარტყა სახეში. დედა ხელებს იფარებდა სახეზე… მამა განაგრძობდა ცემას. დედა ტიროდა და ამბობდა, რომ ტკიოდა…“ – მოსამართლეს ეს ბავშვებმა უთხრეს. მათი დედა ოჯახში ძალადობის მსხვერპლია. სამი არასრულწლოვნის მამა გაასამართლეს, თუმცა ის უკვე სახლშია. მას მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, რაც ჩაეთვალა პირობით სასჯელად.

ინფორმაციას ამის შესახებ "ნეთგაზეთი" ავრცელებს.

შემთხვევა ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მცხოვრებ ერთ-ერთ ოჯახში მოხდა. პროკურატურის ვერსიით, ბრალდებულმა გურამ ბ.-მ 9 მაისს ცოლს ხელი სახეში დაარტყა და ფეხები – სხეულის სხვადასხვა არეში, 11 მაისს კი, ქმარმა ცოლს ცემის შემდეგ ხელზე ანთებული სიგარეტი მიადო და დანა დაუსვა. ბოლო შემთხვევას ორი არასრულწლოვანიც შეესწრო.

9 მაისის ეპიზოდში მოსამართლემ ბრალდებული უდანაშაულოდ მიიჩნია, რადგან პირდაპირი მტკიცებულება არ არსებობდა – დაზარალებულად ცნობილმა ქალმა სასამართლოში დუმილი არჩია.

მომზადდა ექსპერტიზის დასკვნაც:

„…აღენიშნებოდა ნაჭდევები, სისხლნაჟღენთები და დამწვრობითი უბანი სხეულის სხვადასხვა მიდამოში. დამწვრობითი უბანი განვითარებულია რაიმე მაღალი ტემპერატურის მოქმედების შედეგად. სხვა დანარჩენი დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით…“ – წერია ექსპერტიზის დასკვნაში.

მოსამართლეს ბრალდებულმა უთხრა, რომ 11 მაისს ცოლს მართლა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, მაგრამ უარყო სიგარეტით დამწვრობის მიყენება. განაჩენის მიხედვით, არც მოსამართლემ გამორიცხა ეს შემდეგი არგუმენტით:

„მიუხედავად იმისა, რომ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია დამწვრობით უბანზე, თავად ექსპერტმა მოწმის სახით დაკითხვისას არ გამორიცხა, ზოგადად, ასეთი სახის დაზიანების მიღება მაღალი ტემპერატურის საგანზე შეხების შედეგადაც; ზემოთ მითითებული მტკიცებულებების ანალიზის მიხედვით, სასამართლოს დადგენილად არ მიაჩნია ამ სახის ძალადობის ფაქტი (ანუ დამწვრობით დაზარალებულზე ბრალდებულის მხრიდან მიყენებული დაზიანება) ამ ფაქტის დასადასტურებლად საკმარისი მტკიცებულებები არ მოიპოვება საქმეში და, შესაბამისად, არც გამოკვლეულა,“ – აღნიშნავს მოსამართლე განაჩენში.

მოსამართლემ ვერ დაინახა ბრალდებულის დაპატიმრების საჭიროება. სასჯელის განსაზღვრის დროს, მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ აღნიშნა, რომ:

„სასჯელის სახის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, რომ აღიარებს და ინანიებს, ჰყავს სამი არასრულწლოვანი შვილი, არ აპირებს დაზარალებულთან კონფლიქტის გაგრძელებას; აქედან გამომდინარე, სასამართლო არ მიიჩნევს მიზანშეწონილად, გაგრძელდეს მისი იზოლირება საზოგადოებისაგან. თვლის, რომ პირის რესოციალიზაციის საწყისი უკვე არის სახეზე“.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42