ბოლივიის პრეზიდენტმა მექსიკისგან პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო მას შემდეგ, რაც ქვეყანაში მის წინააღმდეგ სამხედრო გადატრიალება დაიწყო. ბოლივიაში დაპირისპირება სამთავრობო და ოპოზიციონერ მხარდამჭერთა შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც პრეზიდენტი არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულეს.ინფორმაციას CNN-ი აქვეყნებს.
ყოფილმა პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა წერილი, სადაც განაცხადა, რომ იგი ტოვებდა მექსიკას,მაგრამ დაბრუნდებოდა უფრო ძლიერი და ენერგიული. მექსიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაადასტურა, რომ მორალესი მექსიკურმა თვითმფრინავმა აიყვანა ბორტზე და პოლიტიკური თავშესაფარი მიანიჭა მთავრობის გადაწყვეტილებით.
ყოფილი პრეზიდენტი 11 ნოემბერს გადადგა ოფიციალურად თანამდებობიდან. მან ქალაქი მას შემდეგ დატოვა, რაც შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელმა, უილიამს კალიმანმა თანამდებობიდან წასვლისკენ მოუწოდა. გაყალვებული არჩევნების შემდეგ, ოპოზიციის ლიდერმა, კარლოს მესამ საპროტესტო აქციები გამართა მთელი ქვეყნის მასშტაბით. 10 ნოემბერს სახელმწიფო ტელევიზიის შენობებიც კი დაიკავეს.
მასალის გამოყენების პირობები






