ჟურნალისტი ნინო სულაბერიძე, რომელიც სიმსივნეს ებრძოდა გუშინ გარდაიცვალა. გოგონას თავის ტვინის სიმსივნე ჰქონდა. ბოლო წლებში იგი ოპერაციების შემდეგ რეაბილიტაციას გადიოდა.
ნინო სულაბერიძეს მცირეწლოვანი ვაჟი – ლუკა დარჩა.
ნინოს ცოტა ხნის წინ, ძმა გარდაეცვალა . გოგონა სოციალურ ქსელში წერდა:
"არ მჯერა, რომ დამტოვე, შენ ყველაფერი იყავი ჩემთვის. მასწავლიდი ყველაფერს და გემუდარები, ისიც მასწავლე, როგორც გავაგრძელო უშენოდ სიცოცხლე. შენთან ერთად ვფიქრობდი, რომ სასწაულებსაც შევძლებდი, მთებსაც გადავდგამდით, იმიტომ რომ შენ ჩემთვის ყველაფერი იყავი. გთხოვ, მასწავლე, როგორ გავძლო უშენოდ ამ სამყაროში, ჩემო ანგელოზო. ლევანი, შენ მაძლევდი ცხოვრების სტიმულს, ახლა კი ცხოვრება შავ-თეთრი და უინტერესო გახდა. მე დაველოდები იმ ბედნიერ დღეს, როდესაც მე და შენ შევხვდებით. შიში მქონდა, ახლა კი ზუსტად ვიცი, რომ არაფრის მეშინია, ლევანიკო.”- წერდა ნინო სულაბერიძე.
მასალის გამოყენების პირობები






