ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მეუღლე ინგა პავლოვა ალაპარაკდა. პავლოვამ ინტერვიუ ჟურნალისტ ვლადიმერ ივანიძეს მისცა და დაადასტურა, რომ ის და ივანიშვილი პარიზში დაქორწინდნენ.
ვლადიმირ ივანიძე, აქვეყნებს რა ინტერვიუს ინგა პავლოვასთან, წერს:
„რამდენიმე დღის წინ ცნობილმა ქართველმა ჟურნალისტმა ლაშა ბერულავამ პრემიერმინისტრს დაუსვა შეკითხვა მისი ყოფილი ცოლის ინგა პავლოვას შესახებ. შეკითხვამ პრემიერმინისტრი, ლამის იყო, ისტერიკაში ჩააგდო და შეეცადა ჟურნალისტის გაჩუმებას, მოუწოდა რა მას „ეთიკური ნორმების დაცვისაკენ“ და „თავისი ადგილის ცოდნიკენ“. ბერულავა, რასაკვირველია, არ შეეპუა პრემიერს და მოსთხოვა, დასმული შეკითხვისთვის ეპასუხა, რის შემდეგაც პრემიერმინისტრმა საბოლოოდ დაკარგა კონტროლი საკუთარ თავზე“.
ინტერვიუში ინგა პავლოვა ამბობს, რომ მან და ბიძინა ივანიშვილმა ერთმანეთი მოსკოვში გაიცნეს და ბიზნესპარტნიორები იყვნენ. ხოლო შემდეგ პავლოვა პარიზში წავიდა ფრანგულის სასწავლებლად. ივანიშვილმა პავლოვას პარიზში ჩააკითხა და იქ იქორწინეს, მანამდე კი, როგორც ჟურნალისტი ვლადიმერ ივანიძე თავის ჟურნალისტურ გამოძიებაში ამტკიცებს, ივანიშვილმა ეკატერინე ხვედელიძეზე იქორწინა.
ინგა პავლოვა ივანიძესთან ინტერვიუში აცხადებს, რომ შემთხვევით მხოლოდ 2012 წელს გაიგო ივანიშვილის ორცოლიანობის, ანუ იმის შესახებ, რომ მას პავლოვას პარალელურად, ეკატერინე ხვედელიძე ჰყავდა ცოლად:
„ბიძინა ივანიშვილის ორცოლიანობის შესახებ 20 წლის შემდეგ სრულიად შემთხვევით, 2012 წლის ზაფხულში შევიტყვე და ამ ფაქტის შესახებ პოლიციას ვაცნობე.
ბიძინასთან საქორწინო კონტრაქტიც კი არ მქონია. ისე გამშორდა, არც კი შემატყობინა, რათა კანონით დაკისრებული წილი არ მოეცა.
ბიძინა ხარბი ადამიანია, არასოდეს დამხმარებია, მხოლოდ გამომიყენა, რომ საფრანგეთში ეცხოვრა.
ჩემი აზრით ბიძინა ახლა ეკას იყენებს, როგორც სამშობიარო მანქანას, ხუთი შვილის შეკვეთით, ალბათ მასზე დაქორწინებულიც არ არის. ვიღაცამ გამოიყენა ჩემი დოკუმენტები, რომ გადასახადები არ გადაეხადა. ეს ინფორმაცია ვლადიმერ ივანიძისგან შევიტყვე. ახლა რუსეთის საგადასახადო პოლიცია იკვლევს, ვინ ხსნიდა ფირმებს ჩემს სახელზე და ვინ მუშაობდა ბიძინა ივანიშვილის ბანკში ჩემი სახელით. მძულს ბიძინა, მისი ბრმა სიხარბის გამო“, - ამბობს ინგა პავლოვა.
მასალის გამოყენების პირობები






