ძაღლების ენა - რას გეუბნებათ თქვენი მეგობარი, როდესაც სხვადასხვა ხმებს გამოსცემს
ეს საინტერესოა - 17:37, 11 Nov, 2019     9040

ძაღლები სხვადასხვა ტიპის ხმას გამოსცემენ და ასე ცდილობენ ადამიანებთან თუ სხვა არსებებთან კომუნიკაციის დამყარებას. მაგალითად, ყეფის დროს ძაღლი ზოგჯერ სიხარულს გამოხატავს, ზოგჯერ შიშს ან შესაძლოა ის საფრთხის შესახებ მიგვითითებდეს.

ხანგრძლივი ყეფა - განსხვავდება მოკლე და ხანგრძლივი ყეფა. განსხვავებულია არა მარტო ჟღერადობა, არამედ მნიშვნელობაც. „როდესაც ყეფა არ სრულდება, ის ხშირად მღელვარებითაა გამოწვეული“ - ამბობს ვეტერინარი ეველინ კას-ვილიამსონი. „ძაღლებმა შესაძლოა ასე დაყეფონ აღელვების გამო ან ოჯახის სხვადასხვა წევრისგან განსხვავებული მითითებები მიიღონ და ვერ ხვდებოდნენ თუ როგორ უნდა მოიქცნენ.“

კნავილი - ისევე როგორც ყეფას, კნავილსაც არაერთი მნიშვნელობა აქვს. თქვენ ალბათ ფიქრობთ, რომ ამ დროს ძაღლებს რაღაც პრობლემა აქვთ, თუმცა შესაძლოა ასეთი ხმის გამოცემა ბედნიერებით იყოს გამოწვეული. შესაძლოა, ის თქვენ თამაშს, ჭამას ან გარეთ გასეირნებასაც გთხოვდეთ. ძაღლის კნავილის დროს თქვენ კონტექსტიდან გამომდინარე უნდა მიხვდეთ, თუ რა სურს თქვენს მეგობარს.

ყმუილი - უკან გადაწეული თავი და ყმუილი ყველასთვის ნაცნობი სურათია. ექიმი ბერნალი ძაღლის ამ ქცევას მის წინაპარ ნაცრისფერ მგელთან აკავშირებს. მგლები კი ამ დროს საკუთარ ხროვას ელაპარაკება და ცდილობს მათ მოტივირებას, რომ ინადირონ.

ამოხვნეშა - ჩვენ ხშირად ვართ მოწყენილები და ვხვნეშით, თუმცა ძაღლების შემთხვევაში ამოხვნეშის გამომწვევი მიზეზი განსხვავებულია. ძაღლების შემთხვევაში ის კმაყოფილებითაა გამოწვეული, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თქვენს მეგობარს თვალები ნახევრად დახუჭული აქვს.

დაცემინება - ეს ყოველთვის ცხვირის გაღიზიანებით, ალერგიით ან გაციებით არაა გამოწვეული. „ბევრი ძაღლი აცემინებს, რათა თქვენი ყურადღება მიიქციოს. თუ ცემინებას თეთრი, ყვითელი ან მწვანე გამონადენი მოყვება, მაშინ დროა თქვენს ვეტ-ექიმს დაურეკოთ.“ - ექიმი კას-ვილიამსონი.

ფრუტუნი - ფრუტუნი, ისევე როგორც დაცემინება, შესაძლოა ყურადღების მიქცევის ერთ-ერთი გზა იყოს.

დაბალი ტონის კვნესა - თუ კვნესა ადამიანებში მოწყენილობის ან ნეგატიური ემოციების გახმოვანებაა, ძაღლების შემთხვევაში ყველაფერი პირიქითაა. ისინი ამ დროს თავს მშვიდად და თავისუფლად გრძნობენ. ამ ხმას ხშირად ლეკვები გამოსცემენ, როდესაც მათი პატრონი ეფერება ან დედას ეხუტებიან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42