თბილისში მამაკაცმა სამი მაღაზია გაქურდა და დაცვის თანამშრომელი დაჭრა
სამართალი - 13:41, 11 Nov, 2019     1824
განზრახ მკვლელობის მცდელობაში და ქურდობაში ბრალდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. როგორც "ნიუპოსტს" მთავარი პროკურატურიდან აცნობეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული ი.ა. დამნაშავედ ცნო.

უწყებაში აცხადებენ, რომ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 14 ივნისს, ქ.თბილისში, ჩიტაიას ქუჩაზე მდებარე სასურსათო მაღაზიაში ი.ა.-ს და მაღაზიის გამყიდველ ე.ჟ.-ს შორის შელაპარაკება მოხდა. მაღაზიის გამყიდველმა დაცვის სამსახურის თანამშრომლები გამოიძახა. დაცვის თანამშრომლები ჟ.კ. და ლ.წ. დაძაბული სიტუაციის განმუხტვას შეეცადნენ, მოუწოდეს ი.ა.-ს დაწყნარებულიყო და აგრესიული ქმედება შეეწყვიტა. აღნიშნულით განაწყენებულმა ი.ა.-მ შურისძიების მოტივით, მოკვლის განზრახვით, ჟ.კ. -ს დანით გულმკერდის არეში ორი ჭრილობა მიაყენა. ლ.წ.-ს აქტიური მოქმედების შედეგად და იმის გამო, რომ დანა მკერდის ძვალმა შეაჩერა, ი.ა.-მ განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლო და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით, ასევე დადასტურდა, რომ ი.ა.-მ 2018 წლის 7 ივნისს, ქ.თბილისში მდებარე სამი მაღაზიიდან ფარულად დაეუფლა სარეალიზაციო პროდუქციას.
სამართალდამცველებმა ი.ა. 2018 წლის 14 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19,109- ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა დაკავშირებული მსხვერპლის სამსახურებრივ საქმიანობასთან) და ქურდობის სამ ეპიზოდზე 177-მე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით და 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (ქურდობა, ქურდობა რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოწვია) წარედგინა. სასამართლომ ი.ა.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ი.ა. დამნაშავედ ცნო 19;108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 177-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით და სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
დასაბუთებული განაჩენის ჩაბარების შემდგომ, პროკურატურა სასამართლოს გადაწყვეტილებას კვალიფიკაციის და სასჯელის ნაწილში აპელაციის წესით გაასაჩივრებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42