ჰონგ-კონგში საპროტესტო აქციის მსვლელობისას პოლიციელმა მომიტინგეს წინააღმდეგ ლეტალური ტყვია გამოიყენა. კადრებში ჩანს, თუ როგორ ესვრის სამართალდამცავი აქციის მონაწილეს სწორედ მაშინ როდესაც იგი ცდილობს ერთ-ერთი დემონსტრანტის მიშველებას და მის დაცვას პოლიციელის ძალადობისგან. ინფორმაციას ავრცელებს BBC-ი. გასროლის შემდეგ ოფიცერმა კიდევ ორი ტყვია გაისროლა, თუმცა ამ დრომდე უცნობია დაზარალდნენ თუ არა სხვა სამოქალაქო პირებიც.
ხელჩართული დაპირისპირება სამართალმდაცველებსა და მომიტინგეებს შორის დაიწყო მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეებმა სარკინიგზო მაგისტრალის ბლოკირება დაიწყეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაზარალებულს ამ დრომდე უტარდება ოპერაცია, თუმცა მისი მდგომარეობა ჯერ კიდევ კრიტიკულია. ეს უკვე მესამე შემთხვევაა ნამდვილი ტყვიების გამოყენების ჰონგ-კონგში მიმდინარე აქციების განმავლობაში. პირველი შემთხვევა დაფიქსირდა 1 ოქტომბერს, როდესაც ჩინეთი კომუნისტური მმართველობის 70 წლის იუბლიეს აღნიშნავდა, რასაც ჰონგ-კონგის მოსახლეობა საპროტესტო აქციებით შეხვდა.
მასალის გამოყენების პირობები






