"ძალიან ზერელედ ვუყურებთ ადამიანის არსებობას, ქართველი არ აფასებს ნიჭიერ პიროვნებებს, უფრო სწორად, უარყოფს, თრგუნავს, ებრძვის ნიჭიერ ადამიანებს" - ილია მეორე
რელიგია - 13:59, 10 Nov, 2019     7701

საქართველოს პატრიარქმა დღეს, სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას ადამიანის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"გიფიქრიათ იმის შესახებ, ყველაზე ძვირფასი საუნჯე რა არის ქვეყანაზე? ზოგს მიაჩნია სიმდიდრე, ზოგს ფული, ძვირფასეულობა, მაგრამ სინამდვილეში ეს სიმდიდრე ადამიანს სამარის კარამდე აცილებს. ყველაზე ძვირფასი საუნჯე დედამიწაზე ადამიანია. დაიმახსოვრეთ. ილია ჭავჭავაძის გამოთქმა, შესანიშნავი სიტყვები – მამული, ენა, სარწმუნოება. მე ცოტა სხვანაირად გამოვთქვი, ღმერთი, სამშობლო და ადამიანი. ადამიანს უნდა გავუფრთხილდეთ, ის ყველაზე ძვირფასი საუნჯეა დედამიწაზე. ღმერთი გვაძლევს ჩვენ სიბრძნეს, სიმშვიდეს, ყოველივე სიკეთეს.

დავით წინასწარმეტყველი ამბობს, წყალობა შენი უფალო. უნდა გაუფრთხილდეთ ადამიანს, ყოველი ადამიანი ერთი იბადება დედამიწაზე. ჩვენ უნდა ვეძებოთ ადამიანები, რომლებიც თავდადებული არიან სამშობლოსთვის. გვახასიათებს ერთი რამ – არ ვაფასებთ ადამიანს, არ გვესმის, როგორი დიდი საუნჯეა თითოეული თქვენგანი.

დღეს მინდა, კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ ადამიანი ქმნის ისტორიას, ნიჭიერი ადამიანი. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ამბობს, ისტორია თავისთავად კი არ მოდის, არამედ ადამიანი ქმნის ისტორიას, გავუფრთხილდეთ ადამიანს. ძალიან ზერელედ ვუყურებთ ადამიანის არსებობას. ქართველი არ აფასებს ნიჭიერ პიროვნებებს, უფრო სწორად, არ აფასებს კი არა, უარყოფს, თრგუნავს, ებრძვის ნიჭიერ ადამიანებს. უნდა გვახსოვდეს, რომ ის ნიჭიერი ადამიანები მოგვცა ჩვენ, რომ ხალხს დაეხმაროს უფალთან მისვლისთვის. გახსოვდეთ, ადამიანის გარეშე დედამიწა არაფერია, დედამიწა მკვდარია. ამიტომ, უნდა გაუფრთხილდეთ თქვენს შვილებს, მშობლებს. არაერთხელ მითქვამს თქვენთვის, რომ მშობლების პატივისცემა ეს არის დიდი ნიჭი. პატივი ეცი მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელი იყო ქვეყანასა ზედა.

არაერთხელ შეგახსენეთ, რომ ვისაც გყავთ მშობლები, ყოველდღე ხელზე ემთხვიეთ და სთხოვეთ კურთხევა, დედაო, მამაო დამლოცეთ მე და მათი დალოცვა იქნება ღვთის ლოცვა, კურთხევა თქვენზე.

ყოველ ადამიანს აქვს რაიმეს ნიჭი. ეს არის ღვთისაგან ბოძებული საჩუქარი. ჩვენი დამსახურება კი არ არის, უნდა დააფასოთ. ნიჭიერ ადამიანზე უნდა თქვათ, რომ ის ნიჭიერია, მხარში უნდა ამოუდგეთ. თქვენც გახარებული იქნებით და ისიც. არ არსებობს უნიჭო ადამიანი, ​საჭიროა მხოლოდ იმ ნიჭის გამონახვა. შეიძლება ნიჭიერი იყოს ტექნიკაში, მეცნიერებაში, სოფლის მეურნეობაში, მაგრამ უნიჭო ადამიანი არ არსებობს. მოძებნეთ თქვენი ნიჭი და ღმერთი დააგვირგვინებს მას დიდი წარმატებითა და დიდი შედეგებით. ნუ მიაყენებთ ერთმანეთს შეურაცხყოფას, ცილს ნუ დასწამებთ, გიყვარდეთ ერთმანეთი.

წმინდა მოციქული იოანე ღვთისმეტყველი ამბობს, გიყვარდეთ ერთმანეთი და თქვენ იქნებით ბედნიერი. ​დალოცვილი და გახარებული იყავით. ჩვენთან არის ღმერთი" – განაცხადა ილია მეორემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42