კომპოზიტორ სანდრო ნიკოლაძის ალბომის პრეზენტაცია, რომელმაც ახალი მიმდინარეობა შექმნა
კულტურა - 13:07, 10 Nov, 2019     5960

საერთაშორისო დონის ქართველი მუსიკოსის და კომპოზიტორის, სანდრო ნიკოლაძის თანამედროვე, სათეატრო მუსიკა ერთ ალბომად გამოიცა.

სპექტაკლებისთვის დაწერილი უნიკალური კომპოზიციების რიგით მეორე ალბომის პრეზენტაცია, მოძრაობის თეატრში 10 ნოემბერს, 20:00 საათზე, ცოცხალი მუსიკის და თეატრალური პერფორმანსების თანხლებით შედგება.

სანდრო ნიკოლაძემ თანამედროვე სათეატრო მუსიკაში საკუთარი ხელწერა შეიტანა და ახალი მიმდინარეობა შექმნა.

ალბომი სახელად „არიელი" / Ariel GERA-ს საქართველოს საავტორო უფლებამფლობეთა ასოციაციის და Bravo records-ის მხარდაჭერით ჩაიწერა.

საქართველოში, არცთუ ისე ბევრ თეატრს ჰყავს კომპოზიტორი, რომელიც სპექტაკლებისთვის საავტორო მუსიკას წერს.

„მოძრაობის თეატრი ამ მხრივ ერთ-ერთი ბედნიერი გამონაკლისია. ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ჩვენი სპექტაკლებისთვის მუსიკას ისეთი გამორჩეული კომპოზიტორი წერს, როგორიცაა სანდრო ნიკოლაძე",- აღნიშნავს მოძრაობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი იოსებ ბაკურაძე.

თანამედროვე ჟღერადობით და ჟანრობრივი მრავალფეროვნებით გაჯერებული ქართველი კომპოზიტორის მუსიკა განსაკუთრებულ აღფრთოვანებას იწვევს მოძრაობის თეატრის უცხოელ მაყურებელში. მათი წყალობით, მისი პირველი საავტორო ალბომი არაერთ ქვეყანაში სარგებლობს დიდი მოწონებით.

სანდრო ნიკოლაძეს საქართველოში მსმენელის დიდი ნაწილი იცნობს უფრო, როგორც მუსიკოსს. სხვადასხვა ეტაპზე თანამშრომლობდა „სუხიშილებთან", „33 ა"-სთან „სოფტ ეჯექტ" -თან , „ფრანთან" და სხვა არაერთ ცნობილ ბენდთან და მუსიკოსთან. ბევრ მათგანთან დღემდე აგრძელებს მუშაობას. ამავე დროს, სანდრო ნიკოლაძემ ნიჭიერი მუსიკოსების არაერთი თაობა გაზარდა, რომლებთან ერთად საინტერესო პროექტები შექმნა - „მუსიკალური ელარჯი" „ჯემ სეიშენი", „მოძრაობის თეატრის ბენდი"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42