კანონში ცვლილებათა შესვლის შემთხვევაში,მშობლებს მიეცემათ საშუალება ბავშვის შეძენის შემდეგ თავად აირჩიონ დეკრეტულ შვებულებაში დედა გავა თუ მამა.
,,ჩვენ გვაქვს შემოთავაზებული საქართველოსთვის ერთი ძალიან ახალი რამ. ეს გახლავთ ის რომ მშობიარობის შემდგომ თავად აირჩიონ რომელი გამოიყენებს დეკრეტულ შვებულებას იმის მიხედვით, რომლის სახლში დარჩენის შემთხვევაში ნაკლები ფინანსური ზიანი მიადგება ოჯახს,“ - აღნიშნა წულუკიანმა.
მისივე თქმით, კანონპროექტში ყურადღება გამახვილებული იქნება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა თანაბარი პირობების ფარგლებში თანაბარი ანაზღაურების უზრუნველყოფა, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის აღმოფხვრა, ცვლაში მუშაობისას განსაზღვრული სამუშაო დროის დარეგულირება, ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებისას თანხმობის სავალდებულოობა, ღამით მუშაობის შეზღუდვა, ქალთა განსაკუთრებული კატეგორიისთვის, დამატებითი შესვენება მეძუძური ქალებისთვის, შვებულება ორსულობის მშობიარობის და ბავშვის მოვლის გამო და სხვა.
„ყველანი ვართ თავმოყრილი ვინც კი ვართ შრომით ურთიერთობებში ჩართული იმისთვის, რომ განვიხილოთ შემდეგი რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. ის, რომ როდესაც ქალის დასაქმების თემა განიხილება რომელიმე დაწესებულებაში არამც და არამც შეკითხვები დასაქმების წინარეურთიერთობებში არ ეხებოდეს შესაძლო ორსულობას შესაძლო შვილის ყოლას დაქორწინების პერსპექტივას და ა.შ. რომ ქალებს და კაცებს თანაბარი შრომის პირობებში თანაბარი ანაზღაურება და სოციალური გარანტიები ჰქონდეთ. რომ ღამე ზეგანაკვეთური შრომა და მივლინება იყოს განსაზღვრული ქალთა კატეგორიისთვის მხოლოდ მათი თანხმობის შემთხვევაში.
განსაზღვრული კატეგორია არის ორსული, მეძუძური, ნამშობიარევი თუ ის ქალები რომლებსაც მაგალითად 18 წლამდე შშმ პირი ჰყავთ ან ახალშობილი მანამ სანამ, ეს ახალშობილი არ მიაღწევს რამდენიმე თვეს,“- აღნიშნა მინისტრმა. ქალთა შრომითი უფლებების კუთხით კოდექსში შემავალი ცვლილებები რეფორმის მეორე ეტაპია. მინისტრის თქმით ეს შემოთავაზებები მხოლოდ პროექტია და სანამ პარლამენტს წარედგინება, კონსულტაციები გაიმართება როგორც საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების, ისე დასაქმებულთა გაერთიანებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან.
მასალის გამოყენების პირობები






