თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადება
სამართალი - 15:24, 22 Oct, 2013     1576

"თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შეიცვალა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „ელენკო ჯორჯიას“ უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

შპს „ელენკო ჯორჯიას“ სარჩელი შეეხებოდა სს „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურსა“ და კომპანია „არგოტრანს ლიმიტედს“ შორის 2010 წლის 26 ნოემბერს გაფორმებული ხელშეკრულების ბათილობას, იმ საფუძვლით, რომ მისი დადებით ხელშეკრულების მხარეების მიერ დაირღვა საქართველოს კანონი „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“, რის შედეგადაც მოსარჩელეს შეეზღუდა საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა.

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საქმეთა წარმოება სასამართლოში მიმდინარეობს შეჯიბრებითობის პრინციპის შესაბამისად, რა დროსაც მხარეებს თვითონ ეკისრებათ სარჩელში და შესაგებელში მოყვანილი გარემოებების მტკიცების ტვირთი. მოცემულ საქმეზე მოსარჩელე შპს „ელენკო ჯორჯიამ“ სასამართლოს წინაშე ვერ უზრუნველყო სარჩელში მითითებული გარემოებების დადასტურება. კერძოდ, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა:

ა) სს „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურსა“ და „კომპანია არგოტრანს ლიმიტედს“ შორის 2010 წლის 26 ნოემბერს ხელშეკრულების დადებით „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ნორმათა დარღვევის ფაქტის არსებობა;

ბ) ხელშეკრულების ბათილობის შემთხვევაში მოსარჩელის – შპს „ელენკო ჯორჯიას“ ნამდვილი იურიდიული ინტერესის არსებობა. „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაძლო დარღვევა სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს „ელენკო ჯორჯიას“ მიერ მხოლოდ დომინირებულ მდგომარეობაზე და სადავო ხელშეკრულების ექსკლუზიურობაზე მითითება, არ შეიძლება გახდეს ხელშეკრულების ბათილობის საფუძველი. კანონმდებლობის დარღვევის დასასაბუთებლად მოსარჩელეს უნდა დაემტკიცებინა, რომ გამოსაკვლევი ბაზრის ბრუნვის მოცულობა აღემატება მთლიანი შიდა პროდუქტების 25%-ს და სადავო ხელშეკრულების მხარეები, ერთის მხრივ სს „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური“, და მეორეს მხრივ კომპანია „ელენკო ჯორჯია“ შესაბამის ბაზრებზე, ფლობენ თითოეული 40%-ზე მეტ წილს.

იურიდიული ინტერესის არსებობა საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, ნამდვილი იურიდიული ინტერესის დასასაბუთებლად აუცილებელია იკვეთებოდეს კონკრეტული სამართლებრივი გაუმჯობესება, რასაც მხარე მიიღებს სარჩელით მოთხოვნილი ხელშეკრულების ბათილობის შედეგად. მოცემულ შემთხვევაში ხელშეკრულების ბათილობის შემთხვევაში სს „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურს“ არ წარმოეშობა მოსარჩელესთან ხელშეკრულების ავტომატურად გაფორმების ვალდებულება, ვინაიდან კანონის შესაბამისად მესაკუთრე თავისუფალია ხელშეკრულების დადების არჩევანში.

კონკრეტულ შემთხვევაში, სს „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურს“ სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი იძულებითი კონტრაჰირების ვალდებულება შპს „ელენკო ჯორჯიას“ მიმართ არ ეკისრება. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო სარჩელის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელ წინაპირობათა დადასტურება სათანადო მტკიცებულებების წარდგენით, რაც შესაბამისად გახდა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი.

გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამწუხაროდ საქმის განხილვის მიმდინარეობისას, გადაწყვეტილების გამოტანამდე და მის შემდეგ პერიოდულად ხდებოდა მასმედიის საშუალებების გამოყენებით მოსარჩელე მხარის – შპს „ელენკო ჯორჯიას“ წარმომადგენლის მხრიდან არაეთიკური, არაკომპეტენტური და უსაფუძვლო ბრალდებების გაცხადება საქმის განმხილველ მოსამართლეთა მიმართ.

აღნიშნულს ვაფასებთ, როგორც მთლიანად სასამართლოს დისკრედიტაციისა და კონკრეტული დავის მიმართ წინასწარი მცდარი საზოგადოებრივი აზრის შექმნის მიზანმიმართულ მცდელობად. სასამართლო ერთმნიშვნელოვნად განმარტავს, რომ მოსამართლე თავისუფალია ყოველგვარი წინასწარ შექმნილი აზრის ან შეხედულებისაგან, მათ შორის, ამა თუ იმ კონკრეტულ საქმეზე საზოგადოებაში შექმნილი წინასწარი შეხედულებებისა თუ მოსაზრებებისაგან და მართლმსაჯულების განხორციელებისას გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ კანონის შესაბამისად", - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42