თანამედროვე ცხოვრება წარმოუდგენლად დატვირთულია. ჩვენ გვიწევს ერთი საქმიდან მეორეზე გადახტომა და როგორც კი თავისუფალ დროს გამოვნახავთ, ვიღებთ ტელეფონს და ვიწყებთ ინფორმაციების კითხვას.
ნუთუ ეს დროის გამოყენების საუკეთესო გზაა?
სანდი მანი, რომელიც ცენტრალური ლანკაშერის უნივერსიტეტის ფსიქოლოგი-ლექტორია, აღნიშნავს, რომ მოწყენილობა შემოქმედებითი პროცესის შემადგენელი ნაწილია და ყოველდღიური ცხოვრება მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ. მისი თქმით, თუ ჩვენ გარეგან წახალისებაზე ვამბობთ უარს, ვცდილობთ ის შიგნიდან ვიპოვოთ და ჩვენი გონებაც სხვადასხვა ადგილებში მოგზაურობს. ამ გზით ჩვენს წარმოდგენებში ვაკეთებთ ნახტომებს. ჩვენ შეგვიძლია გამოვიდეთ დახურული სივრციდან და ვიფიქროთ განსხვავებულად. გონებაში მოწყენილობის ადგილი რომ არ ყოფილიყო, ადამიანები ვერასდროს მიაღწევდნენ იმ სიმაღლეებს, რაც ტექნოლოგიასა თუ ხელოვნებაში შეძლეს.
„მე არ ვამბობ რომ მოწყენილი ვარ, როცა საცობში ვარ, ამის ნაცვლად ვრთავ მუსიკას და ჩემს გონებას ხეტიალის საშვალებას ვაძლევ და ვაცნობიერებ რომ ეს ჩემთვის კარგია. და მე ვრთავ ნებას ჩემს შილებს რომ იყვნენ მოწყენილები, რადგან ეს კარგია მათი შემოქმედებითობისთვის.“ - აღნიშნავს სანდი მანი.
მასალის გამოყენების პირობები






