რუსეთის ბრძოლა საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ - ასი წლის წინანდელი ქრონიკა
სოც.მედია - 11:33, 08 Nov, 2019     1837
გიორგი ასტამაძე აქვეყნებს ფოტოს და არქივში დაცულ ფაქტებზე დაყრდნობით იხსენებს ასი წლის წინანდელ, საქართველოს ეკლესიის სასულიერო პირების ბურუსით მოცულ მკვლელობებს.


დეკანოზ ნიკიტა თალაქვაძის მემუარებიდან:
"საბედისწერო ტყვიამ 1918 წლის 26-27 ივნისს, გათენებისას განგმირა გული წამებულ კირიონისა მარტყოფის მონასტერში! სისხლით შეიღება კათოლიკოზის კათედრა. ახალი ჭორები, ახალი ცილისწამება მიცვალებულზედაც - თავი მოიკლაო, ტყუილია...
1918 წლის ენკენისთვეს დაიღუპა ქუთათელი მიტროპოლიტი ანტონი. ეს მოაწამვლინეს მისსავე სიძეს, ტომით ფინლიანდიელს, რომელსაც ცოლად ჰყავდა ანტონის ქალი... ნაწლავები ტფილისში გამოგზავნეს გამოსარკვევად, აქ ექიმმა ლომოურმა ქიმიურად გამოიკვლია და აღმოჩნდა შიგ ვერცხლისწყალი და თაგვის შაქარი - მიშიაკი!
კირიონის სიკვდილის შემდეგ მირიან ბერი (ესეც კირიონის ერთგული იყო) ვიღაცეებმა არმაზის მონასტერში დაჰფლითეს, დაჰგლიჯეს. ნაჭერ-ნაჭერ იპოვეს მისი გვამი იმ არე-მარეზე. ესეც ბნელით მოცული, გამოურკვეველი დარჩა მთავრობის მიერ...
როდესაც მეორე საეკლესიო კრების მოწვევა მოახლოვდა, ბაკურაძე მღვდელს საეკლესიო კრებისთვის შეუდგენია მოწოდება, რომელშიდაც ის სასტიკად მხილების კილოთი ამჟღავნებდა ყოველივე იმ ბოროტ-მოქმედებას, ეკლესიის სფეროში გამეფებულ ცარცვა-გლეჯას და უსაქციელობას, რომელსაც კირიონის მოკვლის შემდეგ ჰქონდა ადგილი. 1920 წლის ივლისში, კრების გახსნის წინა ღამით, შაბათ საღამოს, მღვდელი ტიმოთე ბაკურაძე, როდესაც ის ბრუნდებოდა ლოცვიდან სახლში, 8 საათზე, ვერაგულად მოკლულ იქმნა მისსავე სახლის მახლობლად ჩასაფრებულ პირისგან..."
ფოტოზე: კირიონ კათალიკოსის მკვლელობის შემდეგ გამართული პროცესია თბილისის ქუჩებში. 1918 წელს საქართველოში მყოფი გერმანული მისიის ფოტო.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42