სასტიკი მკვლელობა მუხიანში - პოლიცია 15 წელია უშედეგოდ ეძებს პირს, რომელმაც სამი მამაკაცი მოკლა და ერთი პირი დაჭრა
სამართალი - 14:38, 07 Nov, 2019     2315

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ სამი პირის განზრახ მკვლელობაში, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვასა და ტარებაში, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში ბრალდებული დ.ბ. დამნაშავედ ცნო.

სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ დ.ბ.-მ 2004 წლის 8 იანვარს, თ.კ.-ს მისი და მისი ოჯახის წევრების მკვლელობის მუქარით ყოველთვიურად 100 აშშ დოლარის გადახდა მოსთხოვა, რაზეც თ.კ.-მ კატეგორიული უარი განუცხადა. აღნიშნულის გამო დ.ბ.-მ 2004 წლის 10 იანვარს, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად, თ.კ.-ს ორი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადგინდა, რომ 2004 წლის 1 აპრილს, ქ. თბილისში, მუხიანის 4ა მ/რ-ში დ.ბ.-ს, რომელიც სამ პიროვნებასთან ერთად იმყოფებოდა, კონფლიქტი მოუვიდა გ.დ.-სთან, რომელსაც მეგობრები - მ.ს. და უ.მ. ახლდნენ. კონფლიქტი ჩხუბში გადაიზარდა, რა დროსაც დ.ბ.-მ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან, მისმა თანამზრახველებმა კი სხვადასხვა სისტემის ცეცხლსასროლი იარაღებიდან გასროლით გ.დ.-ს, მ.ს.-ს და უ.მ.-ს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. მიღებული ჭრილობების შედეგად სამივე პირი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

ვინაიდან დ.ბ. მიემალა გამოძიებას, მას ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ა" და „თ" (ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ჯგუფურად (ძვ. რედ.)) ქვეპუნქტებით, 117-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ანგარებით ან შეკვეთით (ძვ. რედ.)) და 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება (ძვ. რედ.)).

თბილისის საქალაქო სასამართლომ ძებნილი დ.ბ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ყველა ბრალდებაში და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მას საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად 18 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. დ.ბ.-ს მიმართ გამოცხადებულია ძებნა და ხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები მისი ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით" - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42