"ილუზიური ბიზნეს მოდელი და ეკონომიკურად აბსოლუტურად გაუმართლებელი ფენომენენი"- აბა ივანიშვილის მხრიდან წყალუტობითი დაინტერესებას ეხმაურება
ბიზნესი & ეკონომიკა - 16:50, 06 Nov, 2019     1500
ახალგაზრდა ბიზნესმენთა ასოციაცია ბიძინა ივანიშვილის მხრიდან წყალუტობითი დაინტერესებას და სასტუმროების შესწყიდვას ეხმაურება. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ სახეზე გვაქვს სრულიად მონოპოლიზირებული პროცესი, ის წარმოადგენს ილუზიურ ბიზნეს მოდელს და ეკონომიკურად მისი განხორციელება აბსოლუტურად გაუმართლებელი ფენომენენია.

„ბიძინა ივანიშვილი ქ. წყალტუბოში 22 სასტუმროსა და 9 აბაზანის შესყიდვას, გარემონტებასა და შემდეგ თვითღირებულებაში ბიზნეს სექტორზე გადაცემას აპირებს.

ერთი შეხედვით ამ მომხიბლავი წინადადებაში ყურადღებას იქცევს ის ბიზნეს მოდელი, რომლითაც პროექტი უნდა განხორციელდეს.

გამოვყავით პროექტის განხორციელების სამი ძირითადი ეტაპი:

• სასტუმროებისა და აბაზანების შესყიდვა

• სასტუმროებისა და აბაზანების რეაბილიტაცია

• სასტუმროებისა და აბაზანების ბიზნეს სექტორზე თვითღირებულებაში გადაცემა

ნებისმიერი ბიზნეს პროექტის წარმატებით განხორციელების აუცილებელი წინაპირობაა - თავისუფალი ბაზარი, კონკურენტუნარიანი გარემო, გამჭვირვალე პროცესები.

წყალტუბოს სასტუმროებისა და აბაზანების შესყიდვის პროცესში არ არის გათვალისწინებული ბიზნეს სექტორის ინტერესები, არც თვისუფალი ბაზრისა თუ ჯანსაღი კონკურენციის პირობები. არ ცხადდება რაიმე სახის ტენდერი ან აუქციონი. არ ეძლევა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს და არც უცხოელ ინვესტორებს აღნიშნულ პროექტში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა, რაც თავისმხრივ, რა თქმა უნდა დააბალანსებდა მოცემულობას და შექმნიდა კონკურენტუნარიან გარემოს.

ვერ განისაზღვრება არსებული სასტუმროების საბაზრო ღირებულება, ვინაიდან ცნობილია, რომ საბაზრო ფასს განსაზღვრავს თავისუფალი ბიზნეს გარემო, თავისუფალი ბაზარი და ჯანსაღი კონკურენცია. მოცემულ ვითარებაში კი, ფასები დადგინდება სახელმწიფოს ან ერთი პირის მიერ და მას ვერ განსაზღვრავს სხვა საბაზრო ფაქტორები, რადგან პროცესი მონოპოლიზირებულია.

თუ სასტუმროების შეძენა მოხდება თვითღირებულებაზე ან საბაზრო ღირებულებაზე ძვირად, პროექტი საწყისშივე განწირული იქნება კრახისთვის, ვინაიდან მისი საბოლოო ღირებულება გადააჭარბებს საბაზრო ღირებულებას და არც ერთი ბიზნესმენი არ ჩადებს აქტივში საბაზრო ღირებულებაზე მეტს, ვინაიდან ინვესტიცია არ იქნება მიზანშეწონილი, თუ რათქმაუნდა არ იარსებებს სხვა საეჭვო გარემო ფაქტორები, როგორიც არის ზეწოლა, იძულება და ა.შ

თუ სასტუმროების შეძენა მოხდება საბაზრო ღირებულებაზე დაბალ ფასად კერძო მესაკუთრისგან შემდგომში რეაბილიტირებული სასტუმროების ლიკვიდურობის გაზრდისა და რეალიზების გამარტივების მიზნით, აქაც გაჩნდება გონივრული ეჭვი იმისა, რომ მფლობელებს იძულებით, ზეწოლით ან სხვა მსგავსი არაკანონიერი ქმედებით დაათმობინეს საკუთარი აქტივები, რაც თავის მხრივ არის დამანგრეველი პრაქტიკა და ეწინააღმდეგება ყველა თავისუფალი ბიზნეს გარემოს ნორმას.

იმ შემთხვევაში თუ შესყიდვა მოხდება სიმბოლური ღირებულებით, დავუშვათ ერთ ლარად, ლოგიკურია რეაბილიტირებული სასტუმროს ჯამური თვითღირებულება იქნება საბაზრო ფასსა და აქტივის რეალურ ღირებულებაზე გაცილებით ნაკლები, ვინაიდან მასში გათვალისწინებული არ იქნება შესყიდვის მომენტში აღნიშნული აქტივის საბაზრო ღირებულება, რადგან მისი შეძენა მოხდა სიმბოლურ ფასად.

გამომდინარე აქედან ჩნდება დამატებითი კითხვა : რა ფასად მოხდება აქტივის რეალიზება? აქტივის შეძენის სიმბოლურ ფასს ერთ ლარს დამატებული მისი რეაბილიტაციის ღირებულება ? – ასეთ შემთვევაში ლოგიკურია აქტივის ფასი იქნება საბაზრო ღირებულებაზე გაცილებით დაბალი, რითაც რა თქმა უნდა საბოლოოდ დაზარალდება ქვეყნის ბიუჯეტი და შესაბამისად ეკონომიკა, ხოლო თუ აქტივის რეალიზება მოხდება საბაზრო ღირებულებით, მაშინ სხვაობა აქტივის სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად შეძენასა და მის საბაზრო ღირებულებად რეალიზებას შორის, რომელსაც თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ მოგება, სად მოხდება აღნიშნული მოგების აკუმულირება ? ქვეყნის ბიუჯეტში ? თუ კერძო კომპანიაში, რომელიც მონოპოლისტურად განახორციელებს ამ პროექტს?

რაც შეეხება სახელმწიფოს კუთვნილებაში არსებულ სასტუმროებს, მოცემულ შემთხვევაში არსებობს რიგი კითხვები, კერძოდ : რა ფასად მოხდება აღნიშნული ქონების შესყიდვა, საბაზრო ღირებულებით, თვითღირებულებით თუ სიმბოლურ ფასად?

ვინ განსაზღვრავს აღნიშნული ქონების ღირებულებას – სახელმწიფო?

რა გვაძლევს იმის გარანტიას, რომ პროცესი იქნება გამჭვირვალე და მიუკერძოებელი?

იმ შემთხვევაში თუ შესყიდვა მოხდება სიმბოლური ღირებულებით, დავუშვათ ერთ ლარად, ლოგიკურია რეაბილიტირებული სასტუმროს ჯამური თვითღირებულება იქნება საბაზრო ფასსა და აქტივის რეალურ ღირებულებაზე გაცილებით ნაკლები, ვინაიდან მასში გათვალისწინებული არ იქნება შესყიდვის მომენტში აღნიშნული აქტივის საბაზრო ღირებულება, რადგან მისი შეძენა მოხდა სიმბოლურ ფასად.

გამომდინარე აქედან ჩნდება დამატებითი კითხვა : რა ფასად მოხდება აქტივის რეალიზება? აქტივის შეძენის სიმბოლურ ფასს ერთ ლარს დამატებული მისი რეაბილიტაციის ღირებულება ? – ასეთ შემთვევაში ლოგიკურია აქტივის ფასი იქნება საბაზრო ღირებულებაზე გაცილებით დაბალი, რითაც რათქმაუნდა საბოლოოდ დაზარალდება ქვეყნის ბიუჯეტი და შესაბამისად ეკონომიკა, ხოლო თუ აქტივის რეალიზება მოხდება საბაზრო ღირებულებით, მაშინ სხვაობა აქტივის სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად შეძენასა და მის საბაზრო ღირებულებად რეალიზებას შორის, რომელსაც თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ მოგება, სად მოხდება აღნიშნული მოგების აკუმულირება ? ქვეყნის ბიუჯეტში ? თუ კერძო კომპანიაში, რომელიც მონოპოლისტურად განახორციელებს ამ პროექტს?

რაც შეეხება რეაბილიტაციის პროცესს, აქაც უნდა ითქვას, რომ სასტუმროებისა და აბანოების გარემონტება-რეაბილიტაციის პროცესი ასევე არ ჯდება კონკურენტული ბიზნეს გარემოს წესებში და ცდება პერსპექტიული ბიზნეს მოდელის მცნებას, ვინაიდან სარემონტო მასალის ფასები, ხარისხი, დიზაინი და სხვა აქაც თავისუფალი კონკურენციის გარეშე დგინდება, რომელიც ესოდენ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის.

ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, ახალგაზრდა ბიზნესმენთა ასოციაცია მივიჩნევთ, რომ „წყალტუბოს პროექტი“ წარმოადგენს ილუზიურ ბიზნეს მოდელს და ეკონომიკურად მისი განხორციელება აბსოლუტურად გაუმართლებელი ფენომენენია.

არსებული მიდგომა არ ჯდება ბიზნესისა და თავისუფალი ბაზრის ეკონომიკის პრინციპებში. უფრო მეტიც, საწყის ეტაპზევე ნათლად იკვეთება ინტერესთა კონფლიქტები, რომლის მართლზომიერად და კანონიერად გადაჭრა, დაანონსებული პოექტის ჩარჩოებში შეუძლებელია.“- ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42