კოცნა: 68 კალორია საათში
პაემანი, პირველი კოცნა და სიამოვნება. ალბათ 30 წუთის შემდეგ ტუჩები გიწითლდებათ, თუმცა ეს იმდენად სასიამოვნო პროცესითაა გამოწვეული, რომ ამაზე არ დარდობთ. კოცნა არამარტო სიამოვნების მომტანია, არამედ გეხმარებათ იცხოვროთ ჯანსაღად.
ე.წ პრელუდია: 460 კალორია საათში
ამ დროს თქვენი გულისცემა ხშირდება, რაც კარდიო ვარჯიშის მსგავსად მოქმედებს თქვენს ორგანიზმზე და გეხმარებათ კალორიების წვაში.
მასაჟი: 80 კალორია საათში
ეს არის არამარტო სასიამოვნო პროცესი, არამედ გეხმარებათ კალორიების წვაში.
სექსი: 280 კალორია საათში
მკვლევარებმა 21 ჰეტეროსექსუალ წყვილზე დაკვირვებით დაადგინეს, რომ 25 წუთის განმავლობაში ქალები დაახლოებით 70 კალორიას წვავენ, ხოლო მამაკაცები 100-ს.
ორალური სექსი: 200 კალორია საათში
იცოდით, რომ თუ ორალური სექსით კავდებით, გარდა იმისა, რომ ამით პარტნიორს ანიჭებთ ბედნიერებას, თქვენ წვავთ კალორიებს და კარგი ვარჯიში გამოგდით.
რომანტიული ცეკვა: 219 კალორია საათში
თუ თქვენ გადაწყვეტთ, რომ სექსამდე ან სექსის შემდეგ პარტნიორთან იცეკვოთ, ჩათვალეთ, რომ დარბაზში კარდიო ვარჯიშების გაკეთება აუცილებელი არ იქნება.
მასალის გამოყენების პირობები






