Airbnb არის პროდუქტი, რომელიც ბინის გამქირავებელს აძლევს საშვალებას იპოვოს მომხმარებელი, ხოლო მოქირავნეს შეუძლია მისთვის სასურველი სახლი იქირაოს. Airbnb-ზე სახლს სხვადასხვა მიზნით ქირაობენ. პროდუქტით ხშირად ტურისტები სარგებლობენ, თუმცა სახლის ქირაობა წვეულებების მოსაწყობად ყველგან პოპულარულია.
Airbnb-ზე ე.წ „საწვეულებო სახლები“ დაიბლოკა მას შემდეგ, რაც სან ფრანცისკოში ჰელოვინზე 5 კაცი მოკლეს.
31 ოქტომბერს მომხდარ მკვლელობას ასამდე თვითმხილველი ჰყავდა, რომლებიც წვეულების სტუმრები იყვნენ. კომპანიის ხელმძღვანელი, ბრაიან ჩესკი აცხადებს, რომ რაც მოხდა ორინდაში არის საშინელება და რომ ის უთანაგრძნობს ოჯახებს და ტრაგედიით შეძრწუნებულ მეზობლებს.
მოკლულები არიან 19 წლის ოშიანა ტომკინსი, 22 წლის ტიონ ფარლი, 24 წლის ომარ ტაილორი, 23 წლის რამონ ჰილ ჯუნიორი და 29 წლის იავინ კუნტი.
როგორც სახლის მეპატრონე აღნიშნავს, მოქირავნეებმა მას განუცხადეს, რომ სახლს ოჯახური შეკრებისთვის იყენებდნენ.
მასალის გამოყენების პირობები






