სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა ირინა იმერლიშვილის მეუღლემ შალვა ბებოშვილმა იარაღით ხელში გადაღებული ფოტო, რომელიც ავღანეთში დისლოცირებული ქართული სამხედრო კონტიგენტის ბაზაზე იმყოფებოდა.
ავღანეთში იმერლიშვილი ცესკოში დარეგისტრირებული დამკვირვებლის სტატუსით იმყოფებოდა. მის მიერ ზემოთაღნიშნული ფოტოს გამოქვეყნებას არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა: მომხმარებლის ნაწილი მიიჩნევს, რომ შეიარაღებული დამკვირვებელი, ზოგადად, ნონსენსია და ამას გარდა, ფაქტია, რომ იმერლიშვილის მეუღლეს ჯარისკაცზე გაპიროვნებული ცეცხლსასროლი იარაღი უჭირავს, რაც კანონდარღვევად აღიქმება.
თავად დეპუტატსა და მის მეუღლეს ფოტოსთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ.
შეგახსენებთ, რომ ავღანეთში დისლოცირებულ ქართული კონტიგენტის ბაზაზე საპრეზიდენტო არჩევნები უკვე გუშინ ჩატარდა.
მასალის გამოყენების პირობები






