რა შეიძლება იყოს იმაზე მიმზიდველი, ვიდრე ქალის თეთრეული, რომელიც ღამით ანათებს. კომპანია „LuminoGlow”–ს დიზაინერებმა ინოვაციური პროექტი შეიმუშავეს. მათ შექმნეს ქალის თეთრეულის ულამაზესი „მნათობი“ კოლექცია. თეთრეული ფოსფორის ელემენტებისგანაა შექმნილი და ისინი სიბნელეში ულამაზესად ანათებენ.
კოლექციის ავტორია ავსტრალიური ლეიბლი „LuminoGlow”, რომელიც ევროპულ ბრენდ „M&R International“–თან თანამშრომლობდა. დიზაინერები აღნიშნავენ, რომ კოლექციის შესაქმნელად მხოლოდ აბრეშუმია გამოყენებული და თეთრეული ფოსფორითაა გაფორმებული. განსაკუთრებულ ეფექტს ულამაზესი ორნამენტები ქმნიან.
კოლექციის ძირითადი ფერი თეთრია. რაც შეეხება ორნამენტებს, ისინი შავ ფერშია გადაწყვეტილი და ღამით ფოსფორისფრად ანათებს, რაც შეუდარებელ ეფექტს ქმნის. ახალი კოლექცია მსოფლიო ბაზარზე ჯერ არ გამოჩენილა. მისი შეძენა ჯერ–ჯერობით მხოლოდ ევროპის რამდენიმე ქვეყანაში შეუძლიათ.




მასალის გამოყენების პირობები






