ნაყოფიერება მგრძნობიარე საკითხია. ზოგიერთი ფეხრმძიმდება ზედმეტი ძალისხმების გარეშე, ხოლო არიან ადამიანები, რომლებიც ამას თვები ან ზოგჯერ წლებიც კი ცდილობენ. იმის გათვალისწინებით, რომ ნაყოფიერებაზე ზეგავლენა შეიძლება უამრავმა ფაქტორმა განაპირობოს, როგორც ქალებში, ისე მამაკაცებში, ეს საკითხი სტრესულიც შეიძლება იყოს.
არის საკითხები, რომლებსაც სამწუხაროდ ვერ ვაკონტროლებთ, თუმცა შეგვიძლია ავირჩიოთ ცხოვრების ისეთი წესი, რომელიც ხელს შეუწყობს ნაყოფიერებას. ზოგადად, ჯანმრთელობაზე ზრუნვა - რეგულარული ვარჯიში, სწორი კვება ხშირ შემთხვევაში ნაყოფიერების უზრუნველყოფას გულისხმობს.
არსებობს არაერთი მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ სიგარეტის მოწევაც მავნებელია ნაყოფიერებისთვის, თუმცა რა შეიძლება ითქვას ალკოჰოლზე? ნორმალურია თუ არა ალკოჰოლის მიღება მაშინ, როდესაც დაორსულებას ცდილობთ? თუ პასუხი დადებითია, მაშინ რამდენის? მოქმედებს თუ არა წარსულში მძიმედ დათრობა აწმყოში ნაყოფიერებაზე? აღნიშნულ კითხვებს პასუხს ფერტილურობის (ორგანიზმის უნარი წარმოქმნას შთამომავლობა) სპეციალისტი გასცემს.
სიურპიზი არ უნდა იყოს ის, რომ თუ წყვილი შვილის გაჩენას აპირებს ან სამომავლოდ აქვს გადაწყვეტილი მსგავსი ნაბიჯის გადადგმა, უნდა მოერიდოს მძიმე დასალევს.
მეტი სიზუსტისთვის უნდა ავღნიშნოთ, რომ "სახელმძღვანელოს სწორი კვების შესახებ" მიხედვით, ქალების მიერ 1 ჭიქამდე, ხოლო მამაკაცების მიერ 2 ჭიქამდე ალკოჰოლის მიღება ზომიერ დალევად ითვლება, ხოლო ალკოჰოლის მავნედ მოხმარებისა და ალკოჰოლიზმის ამერიკის ნაციონალური ინსტიტუტის განმარტებით, ქალების მიერ 4, ხოლო მამაკაცების მიერ 5 ჭიქის დალევა ორ საათიან პერიოდში თვეში ხუთჯერ ან მეტჯერ, მიიჩნევა მძიმედ დალევად.
პენსილვანიაში მოღვაწე ენდოკრინოლოგის, რაიან მარტინის აზრით, ქალებში ალკოჰოლის მოხმარებამ შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს ციკლის ცვლილებასა და ოვულაციაზე. ხოლო მისი ხშირი მოხმარება იწვევს ოვარიული რეზერვის და კვერცხუჯრედების ხარისხის შემცირებას.
ალკოჰოლის ხშირი მიღება უარყოფითი ეფექტის მომტანია მამაკაცებშიც. "ხშირი მოხმარება, როგორც კვლევები გვეუბნება, იწვევს მამაკაცის ჰორმონების, მათ შორის ტესტოსტერონის (მამაკაცის სასქესო ჰორმონი) შემცირებას." - რაიან მარტინი.
თუ თქვენ წარსულში ბევრს სვამდით, დღეს კი გეშინიათ, საფრთხე არ შეექმნას თქვენს ნაყოფიერებას, შეგიძლიათ ცოტათი დამშვიდდეთ. როგორც რაიან მარტინი ამბობს, თეორიულად შესაძლებელია, რომ წარსულში ალკოჰოლის ხშირმა მოხმარებამ უნაყოფობა გამოიწვიოს, თუმცა ეს განსაკუთრებულ და იშვიათ შემთხვევებში ხდება.
სიმართლე კი ისაა, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამ უნდა შევისწავლოთ ალკოჰოლზე და მის გავლენაზე რეპროდუქტიულ სისტემაზე.
კვლევები გვეუბნება, რომ ქალები უნდა მოერიდონ ალკოჰოლის მიღებას მაშინ, როდესაც დაორსულებას ცდილობენ და ასევე მაშინ, როდესაც ფეხმძიმედ არიან, რადგან ამ დროს არ არსებობს "უსაფრთხო დოზა", რომელზეც ვიტყვით, რომ იგი ნაყოფზე გავლენას არ მოახდენს.
როგორც იცით, ალკოჰოლის დიდი ოდენობით მიღება მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისთვის. მან შესაძლოა გარკვეული პრობლემები შეგიქმნათ, როდესაც შვილის ყოლას გადაწყვეტთ. შესაძლოა მსუბუქმა დალევამ სავალალო შედეგებამდე არ მიგიყვანოთ, თუმცა როგორც უკვე ავღნიშნეთ, რთულია იმის განსაზღვრა, თუ ვისი ორგანიზმი რამდენ ალკოჰოლს აიტანს, შესაბამისად, როდესაც შვილის ყოლას გადაწყვეტთ წყვილმა ალკოჰოლზე უარი უნდა თქვას.
მასალის გამოყენების პირობები