ფილმების ყურება გართობის ერთ-ერთი საუკეთესო საშვალებაა. როდესაც ისეთ რამეს უყურებ, რომელიც რეალურ ფაქტებზე დაყრდნობითაა გადაღებული, ის კიდევ უფრო საინტერესო ხდება.
ქვემოთ ჩამოთვლილი ფილმები შესაძლოა უკვე ნანახი გაქვთ, თუმცა მათ უკან არსებული რეალური ისტორიები ამ ფილმებს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის.
ღმერთების ქალაქი / City of God (2002)

ფილმი დაფუძნებულია ფოტოგრაფ ვილსონ როდრიგესის რეალურ ისტორიაზე. ეს ფილმი კი მოგვითხრობს კრიმინალურ ბანდებზე, რომლებიც იპარავენ, კლავენ და ნარკოტიკებს ყიდიან.
მოგონებები მკვლელობაზე / Memories of Murder (2003)

1986 წელს კორეაში მოკლული ორი ქალის გამოძიების ისტორია. რეალურად ეს ორი გამომძიებელი დეტექტივი პარკი და დეტექტივი სეო იყვნენ.
ძაღლების შუადღე / Dog day afternoon (1975)

1972 წელს ბრუკლინის ბანკის ძარცვასთან დაკავშირებით ჟურნალმა LIFE-მა სტატია გამოაქვეყნა, რომელიც შემდგომში ფილმის შთაგონების წყარო გახდა. ფილმი 1975 წელს გადაიღეს. "ძაღლების შუადღეში" ლეგენდარული ალ პაჩინო თამაშობს.
უოლ სტრიტის მგელი / The Wolf of Wall Street (2013)

ალბათ ყველამ იცით თუ ვინ არის უოლ სტრიტის მგელი. ლეონარდო ? დიახ, ფილმში ლეონარდო თამაშობს, თუმცა უოლ სტრიტის ნამდვილი მგელი ჯორდან ბელფორტია, რომელმაც 22 თვე გაატარა ციხეში მას შემდეგ, რაც თაღლითობასა და სხვა კრიმინალურ ქმედებებში დამნაშავედ სცნეს. ჯორდანმა შექმნა იმპერია და იგი ბირჟის იმპერატორად იქცა.
სახელმწიფოს / მტერი Public Enemies (2009)

ჯონი დილინჯერი ცნობილი ამერიკელი მძარცველია, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ საზოგადოების ნომერ პირველ მტრად გამოაცხადა.
დილინჯერის შესახებ არაერთი ფილმია გადაღებული და ბევრი წიგნია დაწერილი. მათ შორის არის "სახელმწიფოს მტერი" - ფილმი ტრაგიკულ სიყვარულზე, დანაშაულსა და მეგობრობაზეა.
ბონი და კლაიდი / Bonnie and Clyde (1967)

კიდევ ერთი კრიმინალური ისტორია და მასზე გადაღებული ფილმი. ისევ ამერიკის შეერთებული შტატები, ამჯერად კი დიდი დეპრესიის პერიოდი. ბონი პარკერი და კლაიდ ბაროუ - შეყვარებულები, რომელთა ძარცვაც უფრო და უფრო სერიოზული და ძალადობრივი ხდებოდა.
ყინულის კაცი / The Iceman (2012)

ყველამ იცით ყინულის კაცის შესახებ? ის თუ იცით, რომ ყინულის კაცი რიჩარდ კუკლინსკია, რომელმაც ორასამდე ადამიანი მოკლა.
ველური ხიბლი / Savage Grace (2007)

ბარბარა დეილის ისტორია და ისტორია ბაკლანდების წყვილზე, რომელიც ელიტარულ საზოგადოებაში ტრიალებს.
მასალის გამოყენების პირობები






