" ბავშვი 9 თვე მუცლით დედამ ატარა და თუ გინდა ეს ამბავი დააკომპენსირო ხელით შენ უნდა ასეირნო, ცოლს ყოველ დილით უკოფეინო ყავა და საუზმე მოუმზადე, ხშირად უთხარი, რომ ლამაზია..." - ვახო კვაჩახიას რჩევა ქმრებს
სოც.მედია - 15:45, 05 Nov, 2019     1467
სოციალურ ქსელში ვახო კვაჭახია კაცებს რჩევებს აძლევს თუ როგორ უნდა მოექნენ მეუღლეებს:

"33 წლის ასაკში 6 წლის საოცარი ბავშვის მამა ვარ, რაც მეტ წილად ჩემი ყოფილ ცოლის (სუპერ დედის) დამსახურებაა. დროში მოგზაურობა, რომ შემეძლოს 6 წლით უკან დავბრუნდებოდი და ამას ვურჩევდი საკუთარ თავს.

1. ბავშვი 9 თვე მუცლით დედამ ატარა და თუ გინდა ეს ამბავი რამენაირად დააკომპენსირო კენგურუთი ან ხელით შენ უნდა ასეირნო. ეს შენს პარტნიორს მარტო ძალების აღდგენაში კი არ დაეხმარება, შენ შვილთანაც უფრო მალე დაგაახლოვებს.

2. თავიდან პატარა რამდენიმე საათში ერთხელ ჭამს ( ღამის საათებშიც ) და თუ გინდა, რომ თანაბრად გადაანაწილოთ პასუხისმგებლობები, პამპერსების გამოცვლა შენს თავზე უნდა აიღო. თავიდან შეიძლება გაგიჭირდეს, მაგრამ მალე დაამუღამებ და მალე გამოცვლის რეკორდებსაც მოხსნი.

3. ცოლს ყოველ დილით უკოფეინო ყავა და საუზმე მოუმზადე. მართალია მთელი ღამის უძილომ შეიძლება საერთოდ არ დალიოს და ძილი გააგრძელოს, მაგრამ მინიმუმ დღის პოზიტიურ დაწყებაში დაეხმარები

4. ხშირად უთხარი, რომ ლამაზია. უთხარი რომ სუპერ გმირია იმიტომ, რომ მართლა ასეა. წარმოიდგინე მთელი თავისი ძალა ბავშვს გადასცა, რომელიც შენი ცხოვრების საუკეთესო საჩუქარია. ეცადე რთულ მომენტებში პოზიტიურ განწყობაზე დააყენო.

5. მოითმინე როგორი უსამართლოც არ უნდა მოგეჩვენოს. პოსტ მშობიარობის პერიოდს თავისი გართულებები აქვს. ზუსტად არც ახლა ვიცი რა პროცესები ხდება ამ დროს რას მერჩოდა ასე, მაგრამ რაც არ უნდა გითხრას, მოითმინე! მომავალში მადლობას გადამიხდი.

ამ სტატუსის ინსპირაცია სხვა მამის რჩევა იყო და იმედი მაქვს ეს სტატუსი ვინმეს გამოადგება.

P.s. სურათი ორი თვის წინანდელია და ხელი მეოთხედ არ მომიტეხავს " - წერს ვახო კვაჩახია.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42