"აიფაუერის" მზის ელექტროსადგურები მხოლოდ საქართველოში წარმოებული "ეი სოლარის" მზის მოდულებით აეწყობა
ბიზნესი & ეკონომიკა - 10:56, 05 Nov, 2019     2270

დღეს ორ „მწვანე“ კომპანიას შორის პარტნიორობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა. ერთის მხრივ ქართულმა კომპანიამ „აიფაუერი“, რომელიც მზის ელექტროსადგურების მეშვეობით ელექტროენერგიის გენერაციას ისახავს მიზნად და მეორეს მხრივ გერმანულმა კომპანიამ „ეი სოლარი“, რომელიც საქართველოში, კერძოდ კი ქუთაისში მზის მოდულებს აწარმოებს, უვადო შეთნხმებას მოაწერეს ხელი. შეთანხმება მიზნად ისახავს სტრატეგიულ თანამშრომლობასა და ერთმანეთისთვის ექსკლუზიური პარტნიორის სტატუსის მინიჭებას საქართველოს ტერიტორიაზე გამოცხადებული ტენდერებისა თუ სხვა პროექტების ფარგლებში.

„აიფაუერი“ ახლად შექმნილი კომპანიაა, რომლის მიზანია ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა, რაც ადვილად მიღწევადია ტრადიციული ენერგომატარებლების ჩანაცვლებით და ალტერნატიული წყაროებით ელექტროენერგიის გენერაციის გზით.

კომპანია „აიფაუერის“ გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ პირველ ეტაპზე წინასწარ შერჩეულ ტერიტორიაზე 5 მეგავატი სიმძლავრის მქონე მზის ელექტროსადგურები განთავსდება. შემდგომ 5 წელიწადში კი ელექტროსადგურების სიმძლავრე 50 მეგავატამდე გაიზრდება. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მზის სადგურების მონტაჟისას „აიფაუერი“ მხოლოდ გერმანული კომპანიის „ეი სოლარის“ მიერ საქართველოში, კერძოდ კი ქუთაისში არსებულ ქარხანაში წარმოებულ მზის მოდულებს იყენებს.

„დღევანდელი მსოფლიოსთვის გამოწვევაა ეკოლოგია, დაბინძურებული გარემო და მასთან დაკავშირებული პრობლემები. ჩვენი ჯგუფი ფუნდამენტურად იღებს გარემოსთან დაკავშირებულ თანამედროვე გამოწვევებს და კომპლექსურად უდგება ამ საკითხს. ერთი მხრივ, ქვეყანაში ელექტრომობილების ბაზრის განვითარება, მეორე მხრივ საჭირო და აუცილებელი ინფრასტრუქტურის შექმნა და ასევე, ალტერნატიული გზებით გენერირებული ელექტროენერგიის მიწოდება ელექტრომობილების გასამართი სადგურებისთვის, სწორედ ის წრედია, რომელიც, საბოლოო ჯამში, ქვეყანაში მწვანე ეკონომიკის განვითარებას და ამით ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას უწყობს ხელს. სწორედ ამ ამბიციური გეგმებით მოდის ჩვენი ჯგუფი. თუმცა, ამ გზაზე საჭიროა მყარი პარტნიორები. დღეს სწორედ ასეთ თანამშრომლობას ჩაეყარა საფუძველი. ვფიქრობ, ბაზარზე ასეთი ძლიერი გუნდის არსებობა გაცილებით მალე მიგვიყვანს საერთო მიზნამდე - დავუტოვოთ მწვანე ქვეყანა ჩვენს მომავალ თაობებს“, - აცხადებს „აიფაუერის“ გენერალური დირექტორი გიორგი ფურელიანი.

კომპანია „ეი სოლარი“ საქართველოში 2017 წლიდან ოპერირებს. გასულ წელს კომპანიამ ქ. ქუთაისში გახსნა მზის პანელების მწარმოებელი ქარხანა, რომელიც საქართველოში წარმოებული პროდუქციით ამარაგებს როგორც ადგილობრივ ბაზარს, ისე ევროკავშირის, ამერიკისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს.

„ჩვენ საქართველოში გავხსენით საწარმო და აქტიურად დავიწყეთ წარმოების პროცესი იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანა ღია იყო ბიზნესისთვის და საზოგადოებაც მზად ახალი იდეებისთვის. „აიფაუერის“ სახით უკვე გვყავს პარტნიორი საქართველოში, ვისთანაც გვაერთიანებს საერთო მიზანი - ეკოლოგიურად სუფთა გზით ელექტროენერგიის გენერაციის დაწყება საქართველოში. ჩვენ ვქმნით სამუშაო ადგილებს, ვახორციელებთ ინვესტიციებს მაღალტექნოლოგიურ, თანამედროვე, ეკოლოგიურად სუფთა წარმოებაში. დღეიდან კი უკვე „აიფაუერთან“ ერთად, ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ, უზრუნველვყოთ მწვანე ენერგია საქართველოს მოსახლეობისთვის“, - აცხადებს „ეი სოლარის“ დირექტორი დურბეკ ფატახოვი.

პირველი პროექტი, რომელიც პარტნიორმა კომპანიებმა განახორციელეს „აიფაუერის“ სატესტო სადგური იყო. პირველი კომერციული სადგურის მშნებელობა კი უკვე დაიწყო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42