გარდაცვლილის მამა, მერაბ მერებაშვილი „ნიუპოსტთან“ ამბობს, რომ თორნიკე ჯერ მოკლეს, შემდეგ ცხედარი, ტრასაზე ისეთ ადგილას დატოვეს, რომ მძღოლებს ვერ შეემჩნიათ და ავტოავარიის ინსცენირება გაეთამაშათ.
მერაბ მერაბაშვილი დარწმუნებულია, რომ მკვლელებს მფარველები ჰყავს, თუმცა შვილმოკლულ მამას უჭირს თქმა, ბრალდებულებს ხელისუფლების მაღალჩინოსნები მფარველობენ, თუ დამნაშავეებს „პატრონი“ ძალოვან უწყებებში ჰყავთ.
„არამგონია, რომ ჩემი შვილის მკვლელობის საქმეზე ობიექტიურობა დადგეს. გამოძიება არც კი დაწყებულა. ეჭვი მაქვს, რომ მკვლელებს ვიღაცა მფარველობს. დანამდვილებით ვერ გეტყვით, მფარველები ხელისუფლებაში არიან თუ საგამოძიებო სტრუქტურებში“- განაცხადა გარდაცვლილის მამამ.
მერაბ მერებაშვილი „ნიუპოსტთან“ ტრაგიკული ღამის დეტალებს იხსენებს და ადასტურებს, რომ გარდაცვალებამდე თორნიკემ ბიძაშვილს დაურეკა და უთხრა, რომ დაჭრილი იყო და დახმარება სჭირდებოდა.
მამის ვერსიას, რომ შვილი მოუკლეს, ადასტურებს ოჯახის მიერ ჩატარებული ექსპერტიზა, რომლითაც დგინდება, რომ თორნიკეს ჭრილობები თავის არეში აქვს მიყენებული.
მერაბაშვილი ირწმუნება, რომ ახალგაზრდა მკვლელობის შემდეგ ათრიეს და ეს დაზიანებები შეიარაღბული თვალითაც ჩანდა.
როგორც მერაბ მერაბაშვილი „ნიუპოსტს“ უყვება, საქმეში დიდი ზომის დანა დევს, თუმცა არავინ დაინტერესებულა ვის ეკუთვნის აღნიშნული ცივი იარაღი.
„ახალგაზრდები იყვნენ სუფრასთან, სადაც მოხდა გარკვეული შეკამათება, რის შემდეგაც თორნიკე ერთ-ერთ ახალგაზრდას ავტომობილში უჯდება. ამ ახალგაზრდას არ აჩენენ. ალბათ საქმის გასარჩევად წაიყვინეს ჩემი შვილი, საიდანაც ბავშვის კვალი იკარგება და ბავშვს უკვე სოფელ ხელთუბნის გზაზე პოულობენ. ბავშვს თავი ჰქონდა გაჩეხილი და ნათრევი იყო... ბრალდება კი აბსურდს ამტკიცებს, რომ ჩემი შვილმა ხუთ ტონიან ავტომობილმა იმსხვერპლა, რაც სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით არ დადასტურდა“- უთხრა „ნიუპოსტს“ მერაბ მერაბაშვილმა.
შვილმოკლული მამა მიმართავს ყვალა ადამიანს, ვინც აღნიშნულ კონფლიქტს შეესწრო, რომ თუნდაც წერილობით შეატყობინონ მომხდარის შესახებ.
„არავინ გამოჩენილა, არ ვითხოვ პირადად შემხვდნენ, წერილობით მაცნობონ რა მოხდა, იმ წერილს დავწვავ“- აცხადებს მერაბაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






