22 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
საზოგადოება - 00:32, 22 Oct, 2013     2203

ვერძი: დღეს ძალიან რთული პრობლემების მოგვარებას შეძლებთ. ეს ყოველივე კი დიდ შვებას მოგანიჭებთ. შეძლებთ იმ დაბრკოლებების გადალახვას, რომლებიც მრავალი თვის განმავლობაში გაშინებდათ. დილიდანვე ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ და მიხვდებით, რომ დღევანდელი დღე თქვენი წარმატების გარანტია.

კურო: დღეს შოკისმომგვრელი ახალი ამბავიც კი არ იმოქმედებს თქვენზე. თქვენი პოზიტიური განწყობა დაგეხმარებათ ყურადღება არ მიაქციოთ იმ წვრილმანებს, რომლებიც მუდამ გიშლიდათ ნერვებს. მსგავსი განწყობა ძალიან მნიშვნელოვანია, შეძლებთ დღის სწორად დაგეგმვასა და განვითარებას.

ტყუპები: თუ ერთ ადგილზე დიდხანს გაჩერდებით, გახსოვდეთ, რომ წინსვლას ვერ შეძლებთ. ეცადეთ სიახლეებისთვის მოამზადოთ საკუთარი თავი, რადგან უახლოეს მომავალში მრავალი ახალი საქმის წამოწყება და წარმოება მოგიწევთ, ამისთის კი დიდი ენერგია დაგჭირდებათ. ეცადეთ უახლოეს დღეებში მაქსიმალურად კარგად დაისვენოთ.

კირჩხიბი: თუ დღეს თქვენს ირგვლივ კონფლიქტი დაიწყება, ეცადეთ თავი მაქსიმალურად მოარიდოთ. ყოველგვარი რეპლიკისგან თავი შეიკავეთ. დღეს არ არის საუკეთესო დრო თქვენი პოზიციების დასაცავად. ეცადეთ თქვენმა აზრებმა და შეხედულებებმა სხვებზე ნეგატიური გავლენა არ მოახდინონ.

ლომი: თუ დღეს კონფლიქტში ჩაბმა მოგიწევთ, მაქსიმალურად ეცადეთ თქვენმა ქმედებებმა გარშემომყოფებს თქვენზე აზრი არ შეაცვლევინონ. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და საკუთარი თავი ხელში აიყვანეთ. არ ღირს ერთი უსიამოვნების გამო, რამდენიმე მტრის გაჩენა. მტრობა კოლეგებს შორის კი ადამიანისთის ნამდვილად დამღუპველია.

ქალწული: დღეს დილიდანვე კონფლიქტურ განწყობაზე იქნებით. შესაძლოა სრულიად უმნიშვნელო მიზეზიც კი დიდ პრობლემად მოგეჩვენოთ. გახსოვდეთ, რომ დღეს თქვენს ირგვლივ მომხდარი ნებისმიერი უთანხმოება თქვენი ბრალი იქნება. ამიტომ, ეცადეთ საკუთარი თავის კონტროლს და სხვებს ნუ ჩააყენებთ უხერხულ მდგომარეობაში.

სასწორი: ძალიან კარგია, როცა დაკისრებული მოვალეობების შესრულებას ზედმიწევნით ცდილობთ. მიუხედავად ამისა, სანამ თავჩარგული შრომობთ, შესაძლოა ზემდგომმა პირებმა ვერც კი შეგამჩნიონ. ეცადეთ საკუთარი შრომის შედეგები სააშკარაოზე გამოიტანოთ და მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებთ წარმატების მიღწევას. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენმა რომელიმე კოლეგამ შესაძლოა თქვენ მიერ კარგად დაგვირგვინებული საქმე ისე მიითვისოს, რომ თქვენ ვერც კი გაიგოთ.

მორიელი: გახსოვდეთ, რომ რეალობისა და ოცნების ერთმანეთში არევა არ შეიძლება. იყავით მაქსიმალურად პრაქტიკულები. ნუ აძლევთ საკუთარ თავს უფლებას ბევრი იოცნებოს და შემდეგ კი მიღწეულმა შედეგებმა ამის საფუძველზე იმედები გაგიცრუოთ. არ მოწყდეთ რეალობას, უბრალოდ თქვენზე დაკისრებული მოვალეობები მაქსიმალურად კარგად შეასრულეთ და რეალობა იმდენად კარგი აღმოჩნდება, რომ ოცნება აღარ მოგიწევთ.

მშვილდოსანი: დღეს შესაძლოა ისეთი შეცდომა დაუშვათ, რაც თქვენი საქმიანობის კრახს განაპირობებს. მუშაობისას თუ რაიმე სირთულეს წააწყდებით, ეცადეთ კონსულტაცია შედარებით გამოცდილ პირებთან გაიაროთ. დამოუკიდებლად ნუ იმოქმედებთ, თორემ თქვენი გეგმები აუსრულებელი, ოცნება კი უბრალო ფიქრები აღმოჩნდება.

თხის რქა: დღეს უამრავი რთული იდეა გეწვევათ, რომელთა თავსა და ბოლოს ვერ გაიგებთ. ეს ძალიან ცუდად იმოქმედებს თქვენს ხასიათზე. ეცადეთ დროდადრო დაისვენოთ რამდენიმე წუთით. რელაქსაცია მობილიზების საშუალებას მოგცემთ. აუცილებელია გახსოვდეთ, რომ არ არსებობს არავითარი პრობლემა თუ დაბრკოლება, რომელთა გადალახვაც შეუძლებელია. 

მერწყული: ბოლოს როდის დაუთმეთ თავისუფალი დრო მხოლოდ საკუთარ თავს? ყოველდღიური დატვირთული გრაფიკი თქვენს ფსიქიკასა და ჯანმრთელობაზე ნეგატიურ გავლენას მოახდენს. ამიტომ აუცილებელია დროდადრო დასვენებაც და სრული მარტოობაც. ეცადეთ რამდენიმე დღით შვებულება აიღოთ და გამონთავისუფლებული დრო მხოლოდ საკუთარ თავსა და საყვარელ ადამიანებს მიუძღვენით.

თევზები: ძალიან დიდია შანსი ახალი რომანის წამოწყებისა. შესაძლოა ეს სრულებით არარეალურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ეს ყოველივე მაინც შეგემთხვევათ. არ გაგიკვირდეთ და არც ემოციურად მიუდგეთ აღნიშნულ საკითხს. თუ მიხვდებით, რომ ახალი სასიყვარულო ურთიერთობები არაფერში გამოგადგებათ, უბრალოდ მარტივად შეხედეთ ამ საკითხს და არსებული სიტუაციის მწყობრში ჩაყენებასაც სწრაფად მოახერხებთ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42