თუ გსურთ ფუნქციონალური დეკორაციები, ნუ იფიქრებთ ბევრს, აირჩიეთ სახლის მცენარეები. სწორად განთავსებული "სიმწვანე" არამარტო ანათებს სივრცეს, არამედ წმენდს ჰაერს - ის გვეხმარება დამამშვიდებელი და დამაწყნარებელი გარემოს შექმნაში. 2008 წელს ნიდერლანდებში ჩატარებულმა კვლევებმა ცხადყო, რომ საავადმყოფოს პაციენტები, რომლებსაც ოთახში მცენარეები ყავდათ, სხვებთან შედარებით ნაკლებად დასტრესილები იყვნენ.
სწორედ ამიტომ, ჩვენ გთავაზობთ 5 ლამაზ მცენარეს, რომელიც ადვილად მოსავლელია და ამავდროულად გაველნას ახდენს ოთახში ჟანგბადის მატებასა და ტოქსინების გაქრობაზე.
ალოე

აფრიკული წარმომავლობის მცენარეს აქვს არაერთი სასარგებლო თვისება. არსებობს ალოეს სხვადასხვა სახეობა, ზოგს კი მედიცინაშიც კი იყენებენ. გარდა იმისა, რომ იგი თქვენს ოთახში დადებით ატმოსფეროს შექმნის, მისი წვენი დამწვრობის და დაჩირქების საწინააღმდეგოდაც გამოიყენება.
ბრაზილიური ჰევეა ანუ კაუჩუკის ხე

ეს მცენარე ხელს შეუწყობს ჰაერის გასუფთავებას. მისი გაზრდა მარტივია. იგი ხასიათდება, როგორც ტოქსინების ძლიერი გამანადგურებელი.
სპატიფილუმი (Peace Lily)

ამ ყვავილის მოვლა მარტივია. სპატიფილუმიც იმავე თვისებებით გამოირჩევა, რითიც წინა ორი მცენარე. იქიდან გამომდინარე, რომ სტაფილუმი მარტივად მოსავლელია და ამავდროულად მრავალი სარგებლის მომტანი, დროა ის თქვენი ოჯახის წევრად აქციოთ.
გველის მცენარე
ამ მცენარეს მშრალად ყოფნა ურჩევნია და დიდად არც მზეზეა შეყვარებული, თუმცა დღის სინათლეზე მისი გამომზეურება გველის მცენარეს დიდად არ ავნებს.
ოქროს ფოთოსი

ეს მცენარე ნასას მიერაა აღიარებული, როგორც უფერო აირების გამანადგურებელი. მისი სამზარეულოში ან მისაღებ ოთახში განთავსებით შეიქმნით ჯანსაღ გარემოს. მცენარე ადვილად იზრდება ცივ და ჩრდილიან ადგილას.
მასალის გამოყენების პირობები






