რუსი გენერლის მიერ შეკვეთილი მკვლელობა - რა ჩვენება მისცა გახმაურებულ საქმეზე მსჯავრდებულმა პოლიციას
სამართალი - 14:32, 04 Nov, 2019     46494
დოდო გუგეშაშვილის შვილის მკვლელობის საქმე - თადარიგის პოლკოვნიკი საზარელი მკვლელობიდან დაახლოებით ორი წლის შემდეგაც დარწმუნებულია, რომ ნოდარ გუგეშაშვილის მკვლელობას დამკვეთი ჰყავდა და ქილერის სამიზნე თავადაც იყო.

გუგეშაშვილი „ნიუპოსტთან“ აცხადებს, რომ მკვლელი მარტო არ მოქმედებდა.

პოლკოვნიკი ჩვენთან საუბარში კვლავ იმეორებს, რომ კვალი რუსეთამდე მიდის, კერძოდ, მისი თქმით, 33 წლის ბიჭის ლიკვიდაცია რუსული სპეცსამსახურების მიერ დაიგეგმა.

გუგეშაშვილის თქმით, რუსულ სპეცსამსახურების დავალებაზე ქართველ სამართალდამცველებს ჩვენება გლდანის ციხეში მყოფმა ერთ-ერთმა პატიმარმაც მისცა, თუმცა გამოძიებამ მისი სანდოობა ეჭვქვეშ დააყენა.

აღნასნიშნავია, „ნიუპოსტი“ ადრეც წერდა, რომ გუგეშაშვილს გლდანის ციხის პატიმარი დაუკავშირდა და მკვლელობის შესახებ ღირებული ინფორმაციის მიწოდებას დაჰპირდა.

გახმაურებულ საქმეში მსჯავრდებული ამტკიცებდა, რომ გუგეშაშვილის მკვლელობა მას დიდძალი თანხის სანაცვლოდ ჯერ კიდევ ერთი წლის წინ თურქეთში ერთ-ერთმა რუსმა გენერალმა დაუკვეთა.

„ნიუპოსტმა“ მაშინ წყაროზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ სკანდალური ჩვენების ავტორი პანკისელი რამაზ მარგოშვილი იყო, რომელსაც ქართული გამოძიება ტერორიზმის ხელშეწყობას ედავება და ამ მუხლით იხდის სასჯელს.

„ნიუპოსტთან“ დოდო გუგეშაშვილი აღნიშნული პატიმრის სახელს დღესაც არ ამხელს, თუმცა ადასტურებს, რომ ერთწლიანი აქიური საგამოძიებო მოქმედებების მიუხედავად, შსს მკვლელზე ამ დრომდე ვერ გავიდა.

„გასულ კვირასაც ვიყავი პოლიციის სამმართველოში. დამირეკეს და მთხოვეს მივსულიყავი. თუმცა სამწუხაროდ, არ არის არაფერი... მართალია, გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს, ყველა ვერსიას ამოწმებენ, მაგრამ ჯერ-ჯერობით ახალი, გამოკვეთილი არაფერია.

ჩემს ჩვენებაზე ვრჩები - საქმეში მინიმუმ ორი ადამიანი მონაწილეობდა. გახსოვთ, რომ მე კონკრეტული პირი, როგორც ვეტერანი ისე გამეცნო. იყვნენ ორნი"- განაცხადა გუგეშაშვილმა.

მისივე განცხადებით, პატიმარი, რომელმაც ხმაურანი ინფორმაცია ადვოკატს მიაწოდა, პოლიციამ დაკითხა.

„ამ ადამიანმა ძალიან საინტერესო ეპიზოდები მოუყვა გამოძიებას ჩემს ოჯახთან დაკავშირებით, რომ მან დავალება მიიღო რუსეთის „ეფ ეს ბე“-ს გენერლისგან, მაგრამ გამომძიებელმა აღნიშნული ჩვენება სარწმუნოდ არ ჩათვალა. პატიმარი ამბობდა, რომ მან ორჯერ, დიდი თანხის სანაცვლოდ მიიღო აღნიშნული დავალება, მაგრამ ეს ადამიანი ვერ ასახელებდა გვარს. ამბობდა, რომ „ეფ ეს ბე“-ს გენერლისგან მასთან გამოგზავნილი კაცი გვარებს არ ასახელებდა“- განაცხადა დოდო გუგეშაშვილმა.

პოლკოვნიკმა „ნიუპოსტთან“ განმარტება გააკეთა იმ დნმ-ს კვალზე რომელიც მკვლელობის ადგილზე აღმოჩნდა და რომელზეც თავიდან ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კვალი მკვლელს ეკუთვნოდა.

„ფაქტობრივად არანაირი დნმ კვალი არ არსებობს. მკვლელობის ადგილის დათვალიერრებისას აღმოჩენილი კვალი ჩემი ოჯახის წევრის, არ მახსოვს ჩემი თუ ნატესავის აღმოჩნდა“- აღნიშნა გუგეშაშვილმა.

მისი თქმით, „ძალიან ბევრი ინფორმაციის“ მიუხედავად პირადადაც ვერ გავიდა ქილერის კვალზე.

„ბევრი ინფორმაცია მქონდა, სხვადასხვა ქვეყნიდან... მაგრამ სამწუხაროდ... ორივეს მკვლელობა უნდოდათ ერთად. რადგან ამ ადამიანს მე მარტო ვყავარ ნანახი და ნოდარიც. მისი მიზანი ჩვენი ერთად მკვლელობა იყო“- თქვა თადარიგის პოლკოვნიკმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42