„ნიუპოსტს“ კომფიდენციალური წყარო პროკურატურიდან უყვაბა, რომ რამდენიმე დღის წინ, ბიზნესმენი ლევან ღონღაძე საგამოძიებო უწყრბაში მიიყვანეს და 3 საათზე მეტხანს ჰკითხავდნენ.
ჩვენი ინფორმაციით, გამომძიებლკების კითხვები შეეხებოდა იმ კონფლიქტს რომელიც არსებობდა ღონღაძესა და მოკლულ დავით მუმლაძეს შორის.
„ნიუპოსტის“ წყარო ყვება, რომ პოლიციამ მუმლაძეს კუთვნილი მობილური ტელეფონი ჩამოართვა და იმ მუქარის შემცველ მესიჯებს შიფრავს, რომელიც "ავღანამ" მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე დავით მუმლაძეს გაუგზავნა.
ირკვევა, რომ მუქარის შემცველი მესიჯები 21 სექტემბერს ლევან ღონღაძის მობილურიდანაა გაგზავნილი.
გავრცელებული ინფორმაციით, ღონღაძე დავით მუმლაძეს წერს, რომ „ღორივით მოკლავს, იცის მისი საცხოვრებელი და ყველაფერს გააკეთებს მისი ლიკვიდაციისთვის“.
ცნობილია, ისიც, რომ მუმლაძემ ღონღაძე მკვლელობამდე 2 კვირით ადრე ხაშურში ბეისბოლის ჯოხით უამრავი ადამიანის თვალწინ სცემა.
„ნიუპოსტის“ ინფორმაციით „ავღანას“ დაკითხვის პარალელურად, აღნიშნული კონფლიქტის თვითმხილველებიც დაიკითხნენ. ჩვენი წყაროს ცნობით, ღონღაძემ შესაძლოა ქვეყანა უკვე დატოვა.
ჩვენ ლევან ღონღაძესთან დაკავშირებას ამ წუთებში ვცდილობთ. მას მობილური გამორთული აქვს და არც ხაშურში იმყოფება.
ცნობისთვის, 35 წლის დავით მუმლაძის (ზურა დადეშელი) მკვლელობიდან მალევე საზოგადოებამ შოკისმომგვრელი სიმართლე შეიტყო, რომ სასტიკ დანაშაულში ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტებთან ერთად, შინაგან სამქეთა სამინისტროს 2 მოქმედი და ერთი ყოფილი თანამშრომელი მონაწილეობდა.
საქმის მასალების თანახმად, მიმდინარე წლის პირველ ოქტომბერს ახალგაზრდა კაცი, პოლიციელებმა - მიხეილ ღუბიანურმა და დავით მიროტაძემ ყოფილ სამართალდამცავთან, დიტო დუღაშვილთან ერთად მძევლად აიყვანეს და ლიკვიდაციის მიზნით 1982 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ გიორგი ასათიანს და ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტს ზურაბ ჯღარკავას გადასცეს, მათ კი დადეშელი წამებით მოკლეს.
როგორც ირკვევა, რუსთავში მცხოვრები 38 წლის დავით მიროტაძე ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად მუშაობდა. საქმის მასალების თანახმად, ის კრიმინალ სიძეს, დის ქმარს, ზურაბ ჯღარკავას გაურიგდა.
მასალის გამოყენების პირობები






