დიმიტრი შაშკინი: ,,ივანიშვილის მხრიდან ეს იყო ჩვეულებრივი წინასაარჩევნო შანტაჟი“
პოზიცია - 22:06, 21 Oct, 2013     3535

პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მიერ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე გაკეთებულ განცხადებას აფასებს ,,ნიუპოსტთან“ ინტერვიუში თავდაცვის ყოფილი მინისტრი და ამჟამად ,,რეფორმატორთა კლუბის“ წევრი დიმიტრი შაშკინი, რომელიც მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულება და განცხადება საპრეზიდენტო არჩევნების შესაძლო შედეგებთან დაკავშირებით იყო პრემიერის მხრიდან განხორიცელებული ჩვეულებრივი წინასაარჩევნო შანტაჟი.

დიმიტრი შაშკინი მასმედიასთან ივანიშვილის დამოკიდებულებასაც აფასებს და ამბობს, რომ ,, მასმედია, როგორც ინსტიტუცია უფრო მაღლა დგას, ვიდრე პრემიერის ინსტიტუცია. როდესაც პრემიერის დაუპირისპირდა რამდენიმე ჟურნალსიტს, ის უკვე დაუპირისპირდა ინსტიტუციას.“

 

_გააჩნია რა კუთხით შეხედავ პრემიერის შეხვედრებს ჟურნალისტებთან, ექსპერტებთან თუ არასამთავრობო სექტორთან და ასევე, რა კუთხით შეხედავ ამ განცხადებებს. ძალიან ბევრი კომენტარი გაკეთდა, მაგრამ მინდა წმინდა საარჩევნო კამპანიის თვალსაზრისით შევხედოთ. პირველი: განცხადება 60%-თან დაკავშირებით, ეს არის ე.წ. ,,მობილიზაციის სტრატეგიის“ გამოყენება. ვისაც აქვს არჩევნებში მონაწილეობის გამოცდილება, მან იცის, რომ არსებობს რამდენიმე საარჩევნო ტაქტიკის კრებული, რომელსაც ,,სტრატეგმას“ უწოდებენ და საარჩევნო მენეჯერები ამას ხშირად იყენებენ. ეს გახლავთ, გარკვეული სტრატეგიული სვლების კრებული, რომელსაც ,,კოპი პეისტით“ იყენებენ სხვადასხვა მიმართულებით. პირობითად რომ ავიღოთ, ექიმმა იცის, როცა სურდო აქვს ადამიანს, რა წამალი უნდა დაუნიშნოს და პრინციპში, უმეტეს შემთხვევაში ერთი და იგივე მკურნალობის კურსს იყენებს. ასევეა საარჩევნო კამპანიაში. აღნიშნული ,,სტრატეგმა“ ითვალისწინებს გარკვეულ ტაქტიკურ სვლებს. ამ სტრატეგიას კონკრეტულად ჰქვია მოქმედების მობილიზაციის ,,სტრატეგმა“.

პრემიერის შემთხვევაში ეს იყო გამოყენებული ძალიან კარგად გასაგები მიზეზის გამო. პირველი არის ის, რომ ,,ქართული ოცნება“ თავადაც ატარებს სოციოლოგიურ კვლევებს, ერთია, რასაც სატელევიზიო ეთერში ამბობენ, მაგრამ მეორეა რეალური მდგომარეობა, რაც მათ აქვთ. რეალური მდგომარეობა კი ,,ქართული ოცნებისთვის“ არის მძიმე იმ თვალსაზრისით, რომ მათ სურთ დამაჯერებლად გაიმარჯვონ და ამომრჩეველთა აქტივობა ამას ხელს არ უწყობს.


_ფიქრობთ, რომ დღეს ,,ქართული ოცნების“ ამომრჩეველი შეიძლება არ იყოს აქტიური? რითი შეიძლება იყო განპირობებული ამ ელექტორატის დაბალი აქტივობა? 


_მოგახსენებთ, ერთი წლის წინ, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში დაფიქსირდა ამომრჩეველთა რეკორდული მაჩვენებელი მომსვლელთა რაოდენობის. დაახლოებით მოვიდა 230 ათასი ამომრჩეველი, რომელიც არასდროს არ მოდიოდა არჩევნებზე, ეს არის დაახლოებით ხმების 10% და არის ძალიან დიდი რაოდენობა. ვერ გეტყვით, რომ ეს იყო მოულოდნელი, რადგან ჩვენ ვპროგნოზირებდით, რომ ასეთი სცენარი შესაძლებელი იყო განვითარებულიყო. ეს ხდება ნებისმიერი ქვეყანაში, იქნება ეს ამერიკა, ევროპის ქვეყნები, რუსეთი, თურქეთი თუ სხვა. არსებობს ელექტორატის გარკვეული სეგმენტი, რომელიც არჩევნებში მოდის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს რაღაც კონკრეტული მოვლენა, ამერიკელები ამას ეძახიან - ,,Boost“, რომელიც მათ აიძულებს არჩევნებში მოსვლას და ასეთი მოვლენა მაშინ იყო ციხის სკანდალი, დღეს ასეთი არ არსებობს. არსებობს სხვადასხვა მცდელობები ასეთი რამის შექმნის, მაგალითად როგორიცაა ყოფილი პრემიერის ზურაბ ჟვანიას საქმის ხელახალი გამოძიების ინსცენირება და ა.შ. ეს ყველაფერი არის სწორედ იმისთვის, რომ შეიქმნას გარკვეული ,,Boost“-ი. პრემიერი შეეცადა, რომ სწორედ ამის გამოყენებით ეთქვა, რომ თუ არ მივიღებ 60%-ს, მე საერთო დავკარგავ სტიმულს, ვერ ვიგრძნობ ვალდებულებებს, რომელიც მქონდა აღებული და ის ეხლა ცდილობს თავისი განცხადებებით, მაქსიმალურად მობილიზაცია მოახდინოს იმ ელექტორატის, რომელიც ,,ქართულ ოცნებას“ მხარს უჭერს.

მეორე პრობლემა, რასაც ასევე ხედავენ ,,ქართული ოცნების“ საარჩევნო ტექნოლოგები, ეს არის ნინო ბურჯანაძე, რომელმაც თავისთან გადაიყვანა მაქსიმალურად რადიკალურად განწყობილი ხალხი, რომელიც ერთი წლის წინ ბუნებრივია მხარს უჭერდა ,,ქართულ ოცნებას“ და ეს ხალხი არ გახლავთ დავით ბაქრაძის ელექტორატი. ეს ორი დიდი პრობლემა, რომელიც არსებობს საარჩევნო ტექნოლგიების კუთხით კოალიციისთვის, ბუნებრივია საარჩევნო ტექნოლოგებს აიძულებს, გამოიყენონ ამომრჩეველთა ,,სტრატეგმა“. სწორედ ამ ჩარჩოში ჯდება ის განცხადება, რომელიც პრემიერმა გააკეთა 60%-ზე. ისინი ცდილობენ მოიყვანონ ამომრჩეველი, რომელიც შეიძლება სახლში დარჩეს და ეს პრობლემა ოცნებას დღეს რეალურად აქვს, ამ ამომრჩევლისთვის დღეს არ არსებობს არჩევნებზე მისვლის მოტივაცია, რამაც შეიძლება ზეაქტიურობა გამოიწვიოს.


_გამოდის, რომ ეს სტრატეგმა ებმება იმ განცხადებასაც, რომელიც პრემიერმა მეორე ტურთან დაკავშირებით გააკეთა, ის, რომ მან მარგველაშვილს მოუწოდა, მეორე ტურის შემთხვევაში გამოეთიშოს პროცესს...


_რა თქმა უნდა, სწორედ ამის მიღწევას ცდილობენ, რომ მიიღონ 60%, რათა აღარ გახდეს საჭირო მეორე ტური, ანუ მაქსიმალურად მოიყვანონ ის ამომრჩეველი, რომელიც ,,ქართულ ოცნებას“ ხმას აძლევს. დღეს მათ დაკარგეს ელექტორატის ნაწილი, რომელიც წაიყვანა ნინო ბურჯანაძემ, ნაწილი ელექტორატის არის იმედგაცრუებული, რომელიც ელოდებოდა, რომ საქართველოში ერთ წელიწადში იქნებოდა ნიცა და მონაკო, და რომ ,,მარშუტკა“ იქნებოდა უფასო, საწვავი ნახევარ ფასში, დენი ასევე ნახევარფასში, ასეთი ხალხი იყო, რომელსაც გულახდილად ეჯერა ამის, ეჯერა, რომ ყველას ფულს დაურიგებდნენ, ერთადერთი იკამათებდნენ იმაზე, სახლში მიიტანონ თუ ბანკში ექნება ეს ფული მისატანი და რომ ყველაფერი იქნება ნახევარფასში. ეს ხალხი პროსტრაციაშია და ბუნებრივია, სწორედ მათთვის არის მნიშვნელოვანი ის, რასაც ეხლა,,ქართული ოცნება“ აკეთებს - მაქსიმლლურად გამორიცხავს მეორე ტურს, რომ პრემიერი გულდაწყვეტილი იქნება და შეიძლება თავისი გეგმები არ შეასრულოს და ა.შ. ეს არის ჩვეულებრივი წინასაარჩევნო შანტაჟი.


_რაც შეეხება პრემიერის შეხვედრას ჟურნალისტებთან და ექსპერტებთან, პრემიერისგან წამოსული ასეთი ტონი, რამდენად გამართლებულია თუნდაც იგივე პიარტექნოლოგიების თვალსაზრისით?


_ბევრისთვის ასეთი შეხვედრა იყო სიურპრიზი, თუმცა მე გეტყვით, რომ აქ არანაირი სიურპრიზები არ იყო. პრემიერმა გააკეთა ზუსტად იგივე, რაც თავის დროზე, როცა ის პირველად შემოვიდა პოლიტიკაში, 2011 წელს. გაიხსენეთ, როგორ შემოვიდა პოლიტიკაში - ჯერ დაიწყო პოლიტიკური ოპოზიციის კრიტიკით, ვისთან ითანამშრომლდებდა და ვისთან არა. გააკრიტიკა ექსპერტები, არასმთავრობო სექტორი, მე-9 არხის შექმნამდე გააკრიტიკა მასმედია და მერე შექმნა თავისი არხი, ანუ იგივე ტექნოლოგიებს იყენებს. ის ეხლა შედის სხვა სივრცეში, არასამთავრობო სექტორში და ამ თვალსაზრისით ის საზოგადოების თვალში წმენდს სამშენებლო მოედანს, რომელზედაც აპირებს თავად მუშაობს.


_ გეთანხმებით, რომ პირველივე დღიდან ივანიშვილი იყენებს აღნიშნულ მეთოდს, ღიად აკრიტიკებს ყველას, თუმცა ცოტა სახიფათო ხომ არ არის, როცა მედიას იბარებს და პრეტენზიას უყენებს ყველა იმ კრიტიკულ შეფასებაზე, რომელიც მის მიმართ იყო გამოხატული თითქმის ყველა მედიასაშუალებაში...?


_რაც შეეხება ამ ნაწილს, წმინდა ტექნოლოგიურად რასაც ის აკეთებს, არის გასაგები... ვაკონკრეტებ - არა სწორი, არამედ ჩემთვის გასაგები... რაც შეეხება შეხვედრას ჟურნალისტებთან, ამერიკელებს აქვთ ერთი ასეთი გამოთქმა, რომ ,,არასოდეს ეომო ხალხს, რომელიც გალონობით ყიდულობს მელანს და ტონობით ქაღალდს“. აქ არის ერთი ნიუანსი, თუ ეს პრემიერს ვიღაცამ ურჩია, სავსებით შესაძლებელი იყო, რომ ეს ნაბიჯი გადაიდგა იმის გამო, რომ პრემიერის პირადი რეტინიგი უფრო მაღალია, ვიდრე რომელიმე ჟურნალისტის პირადი რეიტინგი. როგორი ტოპ-ჟურნალისტიც არ უნდა იყოს, მისი პირადი რეტინგი ვერ იქნება პრემიერის რეიტინგზე მაღალი. მაგრამ აქ არის მეორე ნიუანსი, მასმედია, როგორც ინსტიტუცია უფრო მაღლა დგას, ვიდრე პრემიერის ინსტიტუცია, როდესაც პრემიერის დაუპირისპირდა რამდენიმე ჟურნალსიტს, ის უკვე დაუპირისპირდა ინსტიტუციას. ჟურნალისტების ინსტიტუციის რეიტინგი უფრო მაღლა დგას და ბუნენრივია ეს იქნება ზიანის მომტანი მისთვის.

 

_რაც შეეხება ივანიშვილის სამოქალაქო სექტორში გადანაცვლებას, შეძლებს კი თქვენი აზრით, ბიძინა ივანიშვილის იმ გავლენის შენარჩეუნებას, რომელიც მას ეხლა აქვს საკუთარი გუნდის წევრებზე და ზოგადად, როცა ის აცხადებს, რომ იქიდან გააკრიტიკებს მთავრობას, რამდენად იქნება ახალი მთავრობისთვის ივანიშვილის ანგარიშგასაწევი პერსონა?


_ძალიან მარტივად და ძალიან მალე საზოგადოება ამას დაინახავს, თუ რა პოზიცია ექნება პრემიერ-მინისტრს სამოქალაქო სექტორში. პრემიერ-მინისტრმა თქვა: გადავდივარ საზოგადოებრივ სექტორში, რჩევებს მივცემ მთავრობას და აქედან გავაკონტროლებ მას. ძალიან ბუნებრივია ივარაუდო, რომ დაახლოებით იანვრის თვეში პრემიერ-მინისტრი, როგორც საზოგადოებრივი სექტორის წარმომადგენელი, გააკეთებს ნეგატიურ განცხადებას მთავრობის ქმედებასთან, რომელიმე სამინისტროს მუშაობასთან დაკავშირებით. იმისდა მიხედვით, თუ რა რეაქცია მოყვება ამ კომომენტარს მთავრობის მხრიდან, ძალიან მარტივი იქნება გააკეთო დასკვნა, თუ რა ადგილს დაიკავებს პრემიერ-მინისტრი საზოგადოებრივ სექტორში და სახელმწიფო, ანუ მმართველი რგოლის ორბიტაზე, ანუ რა როლი ექნება მის არასამთავრობო ორგანიზაციასა თუ ფონდს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42