პარიზის უნივერსიტეტის მეცნიერები აცხადებენ, რომ დედამიწის ყველაზე უსიცოცხლო ადგილი ეთიოპიაში მდებარე ვულკან დალოლის დაბლობია. მათ დაამტკიცეს, რომ ამ ტერიტორიაზე ბაქტერიების არსებობაც კი წარმოუდგენელია.
"წყლის არსებობა პლანეტის ზედაპირზე, როგორც წესი, სიცოცხლის არსებობის დამადასტურებელ ნიშნად განიხილება ხოლმე, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, დედამიწაზეც კი არსებობს ადგილი, სადაც სიცოცხლე არ არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ იქ წყალია," - წერს ჟურნალი Nature Ecology & Evolution.
მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ამ ვულკანური წარმოშობის დაბლობში არსებულ ტბაში წყალი ზედმეტად მარილიანია და მაგნიუმითაა გაჯერებული. ამიტომ მისი ტემპერატურა 108 გრადუსს აღწევს. შესაბამისად, ნებისმიერი ცოცხალი უჯრედის არსებობა შეუძლებელია.
დალოლი ეთიოპიაში არსებული მოქმედი ვულკანია. ის დღეისთვის ყველაზე "დაბალი" ვულკანია დედამიწაზე - ის ზღვის დონიდან 48 მეტრით დაბლა მდებარეობს. უახლესი მთავარი აქტივობა დაფიქსირდა 2004 წლის ოქტომბერში.
1926 წელს ვულკანის ძლიერი აფეთქების შედეგად წარმოიქმნა დაბლობი და დიდი ზომის ტბა, რომლის წყალიც იისფერ-ყვითელი შეფერილობისაა.


მასალის გამოყენების პირობები






