"ძალიან რთული სიტუაციაა, მაგრამ ვცდილობთ, მშვიდად გაგრძელდეს ცხოვრება" - მეუფე გრიგოლი ჭყონდიდის ეპარქიაში არსებულ ვითარებაზე
რელიგია - 15:59, 03 Nov, 2019     4395

ჭყონდიდის ეპარქიის დროებითმა მმართველმა, მეუფე გრიგოლმა მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში საკვირაო წირვის შემდეგ ქადაგებისას განაცხადა, რომ ძალიან რთული სიტუაციაა. მიტროპოლიტმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ამ ეპარქიაში მოღვაწეობდა, მათ შორის მეუფე პეტრესაც.

„დღეს ჩატარდა საკვირაო წირვა. ყველანი ვართ დამწუხრებულები, ვნერვიულობთ, რათა მოხდა ის, რაც მოხდა. ეს დღეები, წმინდა სინოდის მერე და სულ ვეკითხები ჩემს თავს, რატომ მოხდა ეს. რატომ აღმოვჩნდი მე ამ ტაძარში, როგორც მწირველი მღვდელმთავარი და დღევანდელი სახარება ძალიან კარგად გვიხსნის, თუ რატომ. დღეს ჩვენ წავიკითხეთ იგავი მდიდარისა და გლახაკისა, სადაც წერია, რომ იყო მდიდარი, რომელიც კარგად ჭამდა და სვამდა, ცხოვრობდა ფუფუნებით და მასთან ახლოს იყო გლახაკი, არც სახლი ჰქონდა, არც კარი, არც საჭმელ-სასმელი. ჭამდა იმას, რაც ტაბლიდან, ტრაპეზიდან იქნებოდა მასთან- ნამცეცებს და გარდაიცვალა მდიდარი, გარდაიცვალა გლახაკი. უფალი გვეუბნება, არსებობს მდიდარი და არსებობს ღარიბი, მეორედ მოსვლამდე სამოთხიდან ჩანს ჯოჯოხეთი და ჯოჯოხეთიდან ჩანს სამოთხე. აღმოჩნდა მდიდარი ჯოჯოხეთში და წიაღსა შინა აბრაამისა არის ეს გლახაკი ლაზარე.

წმინდა სინდის სხდომის შემდეგ მე ეგრევე წამოვედი და ეს სამი დღეა აქ ვარ. ვეცნობით ეპარქიას, სიტუაციას და ვცდილობ, რომ აქ სიტუაცია არ დაზიანდეს. იყო ასეთი ფილოსოფოსი, მეცნიერი ჰიპოკრატე, მისი ტერმინი, აფორიზმი არის ასეთი „ნო ნოცერე“, რაც ნიშნავს – „არ გააფუჭო“, „არ დააზიანო“. ასე ვთქვათ, პაციენტის მდგომარეობა და ვფიქრობ, რომ ვიცხოვრო ამ აფორიზმით“,- განაცხადა მეუფე გრგოლმა.

მისივე თქმით, ჭყონდიდის ეპარქიაში ძალიან ბევრია გაკეთებული, ბევრი კეთდება და მომავალშიც გაკეთდება. მან მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ეპარქიაში მოღვაწეობდა.

„ძალიან ბევრია გაკეთებული ამ ეპარქიაში, ბევრი კეთდება და გაკეთდება. სპეციალურადაა ჩამოსული კომისია, ძალიან რთული სიტუაციაა, მაგრამ ვცდილობთ მშვიდად, ლოცვა-კურთხევით გავაკეთოთ ყველაფერი და გაგრძელდეს ცხოვრება ამ ეპარქიაში. მადლობა მინდა, ვუთხრა ყველას, ვინც ამ ეპარქიაში მოღვაწეობდა, მეუფე პეტრეს. წმინდა მამები ამბობენ, შეიძლება ავაშენოთ ბევრი ეკლესია-მონასტერი, მაგრამ უფალმა არ დაგვაჯილდოვოს. უფალი აჯილდოებს არა შრომას, არამედ თავმდაბლობას, რომელიც შრომიდან იბადება“,- განაცხადა მეუფე გრიგოლმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42