საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა, მამა ანდრია ჯაღმაიძემ სამების საკათედრო ტაძარში ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ დღეს პატრიარქთან წირვაზე ბევრი სასულიერო პირი იქნება.
მამა ანდრია ჯაღმაიძემ პეტრე ცაავას გადაწყვეტილება შეაფასა. მისი თქმით, სინოდის გადაწყვეტილების დამორჩილება არის აუცილებელი ყველა ადამიანისთვის, ვინც ეკლესიის
წევრია.
„არსებობს კანონიკა, არსებობს ძალიან ბევრი შეღავათები. ეკლესია ძალიან ხშირად ასე მკაცრად კანონიკას არ მისდევს, შეღავათების საშუალებით ადამიანს აძლევს ძალიან ბევრ საშუალებას ხოლმე, რომ დაბრუნდეს ეკლესიის კანონიკური ცხოვრების ჩარჩოებში. სინოდის გადაწყვეტილებაზე დამორჩილება არის აუცილებელი ყველა ადამიანისთვის, ვინც ეკლესიის წევრია. მე ნუ მათქმევინებთ იმას, რაც სინოდმა უნდა თქვას“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.
შეგახსენებთ,ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა არ აპირებს შიომღვიმის მონასტერში წასვლას. როგორც პეტრე ცაავა ამბობს, ის მოღვაწეობას საქართველოში აგრძელებს, თუმცა შიომღვიმეში წასვლას არ აპირებს.
მასალის გამოყენების პირობები