უჩა ნანუაშვილი აცხადებს, რომ შსს-ს პრესსამსახურმა არასწორი ინფორმაცია გაავრცელა
საზოგადოება - 14:18, 21 Oct, 2013     1338

ახალი განცხადება მოჰყვა ომბუდსმენის პირველ განცხადებას, რომელსაც შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის მთავარი სამმართველოს უფროსმა ნინო გიორგობიანმა უპასუხა. 18 ოქტომბერს უჩა ნანუაშვილმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს საგარეჯოს პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილის, გიორგი რევაზიშვილის მიერ საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებისთვის დაბრკოლების შექმნისა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების გადამეტების გამო.

„19 ოქტომბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის მთავარი სამმართველოს უფროსმა ნინო გიორგობიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის მეშვეობით გაავრცელა არასწორი ინფორმაცია და განმარტა, რომ საგარეჯოს პოლიციის სამმართველოში პრევენციის ეროვნული მექანიზმის წევრებს პოლიციის თანამშრომლებისთვის არ უჩვენებიათ სამსახურებრივი მოწმობები და არც სიტყვიერად განუმარტავთ თავიანთი ვინაობა, რაც გახდა მათი სამორიგეოდან გაძევების მიზეზი”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც სახალხო დამცველი ავრცელებს.

ამავე განცხადებაში უჩა ნანუშავილი მიუთითებს, რომ პრევენციის ეროვნული მექნიზმის ერთ-ერთი ექსპერტის მიერ მობილური ტელეფონით გადაღებულ ვიდეომასალაში, რომელიც სოციალური ქსელისა და მედიის საშუალებით უკვე გავრცელდა, ნათლად ჩანს, რომ სახალხო დამცველის რწმუნებულები სიტყვიერადაც უმარტავენ თავიანთ ვინაობას და აჩვენებენ სახალხო დამცველის რწმუნებებს, რომლებითაც უფლება აქვთ, დაუბრკოლებლად შევიდნენ ნებისმიერი დაწესებულების ტერიტორიაზე და მოითხოვონ შემოწმებისთვის საჭირო დოკუმენტი. “ვიდეოზე ჩანს, რომ საგარეჯოს პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე ყურადღებასაც არ აქცევს მათ მტკიცებას და სპეციალური პრევენციის ჯგუფის წევრებს მაინც აძევებს სამორიგეოდან.

ასევე, ერთ-ერთ ჩანაწერში საგარეჯოს პოლიციის სამმართველოს უფროსი აღიარებს, რომ მორიგეს სახალხო დამცველის რწმუნებულებმა აჩვენეს რწმუნება, თუმცა მისივე თქმით, თავად მორიგე ვერ მიხვდა, რა საბუთი წარედგინა მას. ამ უკანასკნელ შემთხვევაში ალბათ საქმე გვაქვს პოლიციის მუშაკის არაკვალიფიციურობასთან, ხოლო გიორგი რევაზიშვილის საქციელი სცდება დისციპლინური და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფარგლებს და შესაძლოა შეიცავდეს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებსაც. სწორედ ამიტომ, შინაგან საქმეთა მინისტრის პარალელურად, მივმართე მთავარ პროკურორსაც, წინასწარი გამოძიება ჩაეტარებინა ზემოაღნიშნულ ფაქტებზე”, – აცხადებს ომბუდსმენი.

სახალხო დამცველის თქმით, სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრები წლებია ატარებენ მონიტორინგს პოლიციის განყოფილებებში და მათ ამგვარი სახის პრობლემებიჯერ არ შექმნიათ: “ახლაც, პოლიციის სამმართველოების და დროებითი მოთავსების იზოლატორების მონიტორინგი, რომელიც ჯერ კიდევ აგვისტოს თვეში დაიწყო, ყოველგვარი განსაკუთრებული გადაცდომის გარეშე მიმდინარეობდა, ყველა სამმართველოს და იზოლატორის თანამშრომელი, მათ შორის, საგარეჯოს დროებითი მოთავსების იზოლატორის თანამშრომლებიც, კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სრულად თანამშრომლობდნენ სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან და ხელს უწყობდნენ მათ მონიტორინგის სრულყოფილ განხორციელებაში.

მით უფრო სამწუხაროა საგარეჯოს პოლიციის თანამშრომლების მხრიდან კანონის ასეთი უხეში დარღვევა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის მთავარი სამმართველოს ამგვარი არაკვალიფიციური და უპასუხისმგებლო განცხადება, რომლიდანაც გამომდინარეობს, რომ ჩემმა წარმომადგენლებმა არასწორი ინფორმაცია მომაწოდეს და რომ არა ვიდეოკადრები, ინციდენტის არსებობაც კი ეჭვქვეშ შეიძლება დამდგარიყო”, – აცხადებს სახალხო დამცველი.

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა მინისტრს ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, პირად კონტროლზე აიყვანოს 2013 წლის 17 ოქტომბერს საგარეჯოს პოლიციის სამმართველოში მომხდარი ინციდენტის მოკვლევა და გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები, რათა მომავალში პოლიციის ყველა თანამშრომელმა იცოდეს, რას წარმოადგენს სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმი და რას ავალდებულებს მათ საქართველოს კანონმდებლობა სახალხო დამცველის რწმუნებით აღჭურვილ პირებთან მიმართებაში”, – აცხადებს სახალხო დამცველი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42