საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატებისთვის კახეთში მოწყობილ ტურში საუკეთესო პურისმცხობელი ვერ აღმოჩნდა, თუმცა ნარდის თამაშში ჩემპიონობა არავის დაუთმო.
თელავის რაიონის სოფელ კისისხევში მდებარე "შუხმანის" ღვინის ქარხანაში კულტურული ტური მოეწყო. ღონისძიებას საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე და სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია ესწრებოდნენ.
ელჩებმა "შუხმანის" ღვინის ქარხნის ეზოში მოწყობილი ეთნიკური კუთხე დაათვალიერეს, მონაწილეობა მიიღეს ჩურჩხელის ამოვლებაში, ხინკლის მოხვევასა და თონეში პურის გამოცხობაში.
აშშ-ს ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი ყველაზე წარმატებული პურის მცხობელი აღმოჩნდა, ყატარის სახელმწიფოს ელჩმა - მუჰამედ ბინ ხამის ნასირ ალ კუვარიმ კი სულ კუტი პურები აცხო.
პურის გამოცხობა და ხინკლის მოხვევა საგარეო საქმეთა მინისტრმაც სცადა, თუმცა ეს საქმე არ გამოუვიდა, სამაგიეროდ, ნარდის ტურნირში ჩემპიონი გახდა. ფანჯიკიძემ ნარდში ჟურნალისტებს აჯობა, ,,მაესტროს“ ჟურნალისტს კი ,,მარსი“ მოუგო.
მასალის გამოყენების პირობები






