5 ლარის გამო დაწყებული კამათი და მოკლული ტაქსის მძღოლი:"მოკლულმა ბრალ­დე­ბულს დედა, შემ­დეგ კი გარ­დაც­ვლი­ლი ტყუ­პის­ცა­ლი შე­ა­გი­ნა"
სამართალი - 10:38, 31 Oct, 2019     4877
ტაქსის მძღოლის მკვლელობაში ბრალდებული 23 წლის გიორგი ნიჟარაძესის ადვოკატი, ირწმუნება, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს და მკურნალობას საჭიროებს.

ადვოკატის აღნიშნავს, რომ ახალგაზრდას ტყუპისცალი ძმის გარდაცვალების შემდეგ ფსიქოლოგიორი პრობლემები აღენიშნება.

ავთანდილ ტყებუჩავა მკვლელობის მოტივზე საუბრობს და აცხადებს, რომ უთანხმოება ტაქსით მგზავრობის საფასურმა გამოიწვია. კერძოდ, ადვოკატის ინფორმაციით, ნიჟარაძე მიხეილ კაჭარაძეს შეუთანხმდა, რომ გზავრობის საფასურსს, 15 ლარს გადაუხდიდა. ადგილზე მისვლის შემდეგ, გიორგი ნიჟარაძე ნათესავთან ავიდა ფულის გამოსართმევად, ტაქსის მძღოლს კი საბუთები დაუტოვა.

ავთანდილ ტყებუჩავას მონაყოლის თანახმად, ახალგაზრდას ნათესავმა 10 ლარი მისცა, რის გამოც ტაქსის მძღოლსა და ბრალდებულს შორის კონფლიქტი მოხდა.

ადვოკატი აცხადებს, რომ ტაქსის მძღოლმა ბრალდებულს დედა, შემდეგ კი გარდაცვლილი ტყუპისცალი შეაგინა.

ადვოკატი ირწმუნება, რომ ტაქსის მძღოლის გარდაცვალების მიზეზი დადგენილი არ არის.

ავთანდილ ტყებუჩავა ექიმის უყურადღებობაზე ამახვილებს ყურადღებას.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ ვარკეთილში ტაქსის მძღოლის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ნიჟარაძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლე რომან ხორავამ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

დაცვის მხარე აღკვეთის სახით 10 000 ლარიან გირაოს ითხოვდა. ცნობისთვის, სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე, მომხდარიდან ერთი საათის შემდეგ დააკავეს. პოლიციამ დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

ვარკეთილში თბილისში ტაქსის მძღოლი 27 ოქტომბერს მოკლეს. მკვლელობის ფაქტზე, 1996 წელს დაბადებული პირი დააკავეს. საქმის მასალების თანახმად, შუახნის მამაკაცი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით დაჭრეს. მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და შვიდიდან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42