RSM-ის ღონისძიება SAP Business One-თან ერთად - ინტეგრირებული ფინანსური გადაწყვეტილებები
ბიზნესი & ეკონომიკა - 16:21, 30 Oct, 2019     2792
RSM საქართველო სოლუშენსის ღონისძიება “ინტეგრირებული ფინანსური გადაწყვეტილება SAP Business One-თან ერთად“ (Integrated Financial Solution with SAP Business One) სასტუმრო რუმს თბილისში, 25 ოქტომბერს, წარმატებით ჩატარდა. SAP Business One წარმოადგენს ERP - საწარმოო რესურსების მართვის გადაწყვეტილებას. RSM-ის პარტნიორებთან და დამკვეთებთან ერთად ღონისძიების სტუმრები იყვნენ სწრაფად მზარდი და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანიების ხელმძღვანელები და მენეჯერები. ღონისძიება ფოკუსირებული იყო სასტუმრო-სარესტორნო (HoReCa) და საცალო გაყიდვების ინდუსტრიებზე.

ღონისძიების დასაწყისში RSM საქართველო სოლუშენსის დამფუძნებელმა მოსულ სტუმრებს გააცნო კომპანიის განვითარების გზა, სტრატეგია და მოკლედ განიხილა განხორციელებული პროექტები. ასევე, ისაუბრა კომპანია LS Retail-თან პარტნიორობის შესახებ და აუდიტორიას გააცნო საცალო გაყიდვებისთვის სპეციალიზირებული გადაწყვეტილება LS One, რომლის SAP Business One-თან ინტეგრაციას უზუნველყოფს RSM-ი. ხოლო სასტუმრო-სარესტორნო ინდუსტრიასთან დაკავშირებით, განიხილა პარტნიორობა კომპანია HRS-სთან და მათ HoReCa-ს საოპერაციო სისტემებთან (Opera/Fidelio; Micros) ინტეგრაციის შესახებ.

SAP-ის რეგიონული ოფისის წარმომადგენელმა ისაუბრა SAP Business One-ის ინტეგრაციის შესაძლებლობებზე და მოცემული გადაწყვეტილების გრძელვადიანი სარგებლიანობის შესახებ. ღონისძიების შემადგენელი ნაწილი იყო პანელური დისკუსია, რომლის მონაწილეებიც იყვნენ კომპანია „უკვეს“ ფინანსური დირექტორი, „ჯითექსის“ ოპერაციების მართვის დირექტორი და „კახური ტრადიციული მეღვინეობის“ მთავარი ბუღალტერი. პანელური დისკუსიის ფარგლებში მათ RSM-ის კონსალტინგისა და ანალიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან ერთად განიხილეს თუ რა გამოწვევების წინაშე იდგა კომპანია, როგორ წარიმართა ERP გადაწყვეტილების დანერგვის პროცესი და რა შედეგები მიიღეს იმპლემენტაციის შემდგომ.

მოეწყო დემო ჩვენება, რომლის ფარგლებშიც სტუმრებმა იხილეს SAP Business One-ის ინტეგრაციის სქემა სასტუმრო-სარესტორნო და საცალო გაყიდვების გადაწყვეტილებებთან. ამასთან ერთად, ანალიტიკური ინსტრუმენტის Power BI-ის საშუალებით იხილეს სხვადასხვა სახის ინდუსტრიისთვის დამახასიათებელი რეპორტების ვიზუალიზაცია.

ღონისძიების დასასრულს მოეწყო გათამაშება, რომლის სპონსორებიც იყვნენ როგორც RSM-ი, ასევე მისი დამკვეთი ორგანიზაციები და სტუმრებს სხვადასხვა სიმბოლური საჩუქარი გადაეცათ.

“SAP-თან მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობის საფუძველზე უკვე მესამე წელია, რაც ჩვენი დამკვეთებისთვის და პოტენციური კომპანიებისთვის ყოველწლიურ ღონისძიებას ერთად ვატარებთ. ამ დროის მანძილზე გაიზარდა SAP Business One-თან ერთად წარმატებით განხორციელებული პროექტების რიცხვი, რომელმაც უკვე 20-ს გადააჭარბა. წლევანდელ ღონისძიებაზე ფოკუსი გავაკეთეთ საცალო გაყიდვებისა და სასტუმრო-სარესტორნო ინდუსტრიებზე, რადგან ბოლო პერიოდში ამ სფეროშიც მნიშვნელოვანი ექსპერტიზა დაგვიგროვდა. ჩვენ მზად ვართ ქართულ კომპანიებს შევთავაზოთ ბიზნესის მართვის კიდევ უფრო ინოვაციური გადაწყვეტილებები და დავეხმაროთ მათ ფეხი აუწყონ მომავლის გამოწვევებს.“- განაცხადა RSM საქართველო სოლუშენსის დამფუძნებელმა ბატონმა ლევან ქაჯაიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42