BENTLEY TBILISI ბრენდის 100 წლის იუბილეს კიდევ ერთი გამორჩეული საღამოს ფარგლებში აღნიშნავს
ბიზნესი & ეკონომიკა - 13:42, 30 Oct, 2019     2352

BENTLEY TBILISI ბრენდის 100 წლის იუბილეს კიდევ ერთი გამორჩეული საღამოს ფარგლებში აღნიშნავს.

100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საღამო 2019 წლის 26 ოქტომბერს გაიმართა.

ღონისძიება გაიმართა „თბილისი ჰილს“ გოლფ კლუბში

საინტერესო აქტივობები სტუმრებისთვის და საღამოზე წარდგენილი საიუბილეო მოდელი - Bentayga.

2019 წლის 26 ოქტომბერს, „თბილისი ჰილს“ გოლფის კლუბმა ბენტლის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ საღამოს უმასპინძლა. ღონისძიებაზე სტუმრებს შესაძლებლობა ქონდათ სასიამოვნო გარემოში, ბენტლის უახლეს საიუბილეო გამოშვების Bentley Bentayga-სთან ერთად გაეტარებინათ კვირის დასასრული.

ბენტლისთვის, ამ მნიშვნელოვან საღამოზე მოწვეული იყვნენ ბრენდის ქართველი და უცხოელი ერთგული მომხმარებლები, ლოიალური პარტნიორები და ბრიტანული საავტომობილო მარკით დაინტერესებული ავტომოყვარულები.

საინტერესო აქტივობები სტუმრებისთვის და საღამოზე წარდგენილი საიუბილეო მოდელი - Bentayga.

ბენტლის 100 ექსტრაორდინალური წლის აღსანიშნავ საღამოზე მოწვეულ სტუმრებს საშუალება ქონდათ თავად გამოეცადათ ბენტლის 2019 წლის მოდელი - Bentayga , რომელიც ბრენდის სპეციალური საიუბილეო გამოშვებაა.

Bentayga V8 არის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი ყველგანმავალი, რომლითაც კომფორტულად შეგიძლიათ იმგზავროთ ნებისმიერი საფარის გზაზე. 8 ცილინდრიანი ძრავი და 542 ცხენის ძალა განაპირობებს წარმოუდგენელ აჩქარებას - 100 კმ/სთ-მდე, მხოლოდ - 4,5 წამში.

ავტომობილის ინტერიერს განსაკუთრებულს ხდის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებული გრავირებები, კონტრასტული ნაკერები და ბენტლის ამოქარგული ემბლემები.

საღამოს სტუმრებს საშუალება ქონდათ, თავად გამოეცადათ ბენტლის აღნიშნული მოდელი და ესიამოვნათ მისი მძლავრი, სპორტული და ამავდროულად მდიდრული, დახვეწილი მართვის ელემენტებით.

ღონისძიების ფარგლებში, სტუმრებისთვის ორგანიზებული იყო მინი გოლფ შეჯიბრი სადაც მათ, „თბილისი ჰილს“ გოლფ კლუბის პროფესიონალების ინსტრუქტაჟით და დახმარებით საინტერესოდ გადალახეს დაკისრებული დავალებები და შედეგად გამოვლინდა პირველი, მეორე და მესამე ადგილების მფლობელები. გამარჯვებულებს ბენტლი თბილისიგან და „თბილისი ჰილს“ გოლფ კლუბისგან გადაეცათ სიმბოლური და დასამახსოვრებელი საჩუქრები.

შენიშვნა რედაქტორებს

Bentley Motors - არის მსოფლიოში პოპულარული მდიდრული ავტომობილების ბრენდი. კომპანიის ქარხანა და სათაო ოფისი მდებარეობს ქალაქ ქრუში (ინგლისში). აქვეა თავმოყრილი მისი ძირითადი საქმიანობა, დიზაინერული გადაწყვეტილებების, სამეცნიერო კვლევებისა და შემუშავებების, ასევე ოთხი სამოდელო ხაზის: Continental, Flying Spur, Bentayga და Mulsanne ავტომობილების პროექტირების და წარმოების ჩათვლით.

ბრიტანული მდიდრული საავტომობილო ბრენდების, ისეთი როგორიც არის Bentley, უნიკალურობა, გამოიხატება შემდეგი კომბინაციებით: ხელით შესრულებული საოცარი ნამუშევარი, ტრადიციები რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა, ინჟინერული გამოცდილებით და მოწინავე ტექნოლოგიებით. კომპანიამ შეინარჩუნა ბრიტანული მდიდრული საგნების მწარმოებელთა საუკეთესო მემკვიდრეობა. ბენტლის ქარხანაში, ქალაქ ქრუში დასაქმებულია დაახლოებით 4000 ადამიანი.

1919 წელს უოლტერ ოუენ ბენტლიმ დააარსა კომპანია, მარტივი მიზნით - შეექმნა «სწრაფი ავტომობილი, კარგი ავტომობილი, საუკეთესო თავის კლასში». მას მერე ეს პრინციპი შეუცვლელი რჩება, რაც ბენტლის ხდის მსოფლიოში წამყვან მწარმოებელს და შტააგონებს ახალ მიღწევებზე.

2019 წლის 10 ივლისს ბენტლის საავტომობილო მარკას უსრულდება 100 წელი. კომპანია, მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღნიშნავს დღევანდელმსოფლიო ბაზარზე წარმატებას და ამ წარმოუდგენლად დიდ განვლილ გზას, რომელიც მხოლოდ ერთეული მწარმოებლებისთვის არის მიღწევადი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42