„პროკურატურას აუცილებლად მივმართავთ, “სავანე ღვინის N1 ქარხანა” საზოგადოებას და სასამართლოს, 5 წელი ატყუებდა!“ - აღნიშნა თაბაგარმა და განმარტა, რომ მოსარჩელე – სააქციო საზოგადოება “სავანე ღვინის #1 ქარხანა” მიზნად ისახავდა ქონების თაღლითური გზით მითვისებას კეთილსინდისიერი შემძენებისაგან.
“პროკურატურას მივმართავთ ჩვენ აუცილებლად, იმისთვის რომ გავარკვიოთ ეს ჯგუფი, რომელიც გვედავებოდა 5 წლის განმავლობაში. ისინი ცდილობდნენ ტყუილზე აგებული სარჩელით, სასამართლოში დაზარალებულების ილუზია შეექმნათ. ჩვენი აზრით, საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს იმის, რომ ისინი მიზნად ისახავდნენ თაღლითური გზით ქონების მითვისებას კეთილსინდისიერი შემძენებისაგან. მათ ძალიან კარგად აქვთ გაცნობიერებული რომ, საკუთრება თავის დროზე ძალიან მართლზომიერად გაასხვისეს, საკუთრების დაბრუნების არანაირი საფუძველი არ არსებობდა. ისინი 5 წელი ატყუებდნენ საზოგადოებას და სასამართლოს. ეს ჩვენ გვიჩენს იმის განცდას და შეგრძნებას, რომ ეს იყო ორგანიზებული ჯგუფი, რომელიც მიზნად ისახავდა საფარველის შექმნით მატერიალური გამორჩენა მიეღოთ. მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც ამ საქმეში ჩართული იყო ყოფილი მთავარი გენერალური პროკურორი. ეს პროცესები გაგრძელდება. პროკურატურისგან ფაქტების სამართლებრივ შეფასებას მოვითხოვთ.“,-ამბობს არჩილ თაბაგარი.
ცნობისთვის, სააპელაციო სასამართლომ “სავანე ღვინის #1 ქარხანის” სარჩელი, რომელიც ქონების უკან დაბრუნებას ითხოვდა, არ დააკმაყოფილა.
მასალის გამოყენების პირობები






